კევინ სპეისის სკანდალის გამო სერიალი House Of Cards დახურეს - The Guardian
მსოფლიო - 10:41, 31 Oct, 2017     2834

Netflix-მა ემიზე არაერთგზის ნომინირებული პოლიტიკური დრამის House of Cards-ის პროექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე საათის წინ გახდა. როგორც The Guardian იუწყება სერიალის მეექვსე სეზონს მაყურებელი 2018 წელს იხილავს, თუმცა პროექტი აღარ გაგრძელდება. გამომცემლობის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ლეგენდარული მსახიობის კევინ სპეისის (ფრენკ ანდერვუდის) ირგვლივ აგორებული სკანდალი გახდა.

Netflix-მა გადაწყვეტიელბა მას შემდეგ მიიღო, რაც სპეისი საზოგადოდ გამოეხმაურა ჰოლივუდის მსახიობის მხრიდან მის მიმართ ბრალდებას 30 წლის წინ მომხდარ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

ენტონი რეპის თქმით 1986 წელს, როდესაც თავად 14 წლის იყო და კევინ სპეისი 30 წლამდე, როგორც ახალგაზრდა მსახიობი კევინ სპეისის მიერ ორგანიზებულ საღამოზე მოხვდა. ის და სპეისი ერთ ოთახში აღმოჩნდნენ, რა დროსაც ნასვამმა სპეისიმ არასრულწლოვან მსახიობს, მოფერება დაუწყო, რეპის თქმით, მან თავის დაღწევა შეძლო.

ამერიკელმა ვარსკვლავმა კევინ სპეისიმ 58 წლის ასაკში „ქამინგ აუთი“ გააკეთა და აღიარა, რომ გეია. ამის შესახებ ორგზის ოსკაროსანმა მსახიობმა ტვიტერზე დაწერა.

„ჩემს ცხოვრებაში მე მქონია ურთიერთობები მამაკაცებთან და ქალებთან. მე მიყვარდა და მქონდა რომანტიული ურთიერთობები მამაკაცებთან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ახლა მე ვირჩევ გეი მამაკაცის გზას. მინდა ამას ღირსეულად და გულახდილად გავუმკლავდე - ეს დამეხმარება გავიზრო ჩემი ცხოვრება“- დაწერა სპეისმა.

მან ასევე ბოდიში მოუხადა მსახიობ ენტონი რეპის, რომელიც ცნობილია სერიალიდან Star Trek-ი და რომელიც კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. რეპის თქმით ის მაშინ 14 წლის იყო.

Media Rights Capital-მა და Netflix-მა გუშინ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელიც სპეისის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხობდა, მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გავრცელებული ამბით ღრმად შეშფოთებულები არიან.

“გასული დღეს გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ჩვენი კომპანიების წარმომადგენლები ბალტიმორში მსახიობებსა და მთლიან ჯგუფს შეხვდნენ, რათა მათ თავი კვლავ იგრძნონ უსაფრთხოდ. როგორც ადრევე იყო დაგეგმილი, კევინ სპეისი არ მუშაობს სერიალზე ამ მომენტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიუხედავად ასეთი განცხადებისა, Netflix-ის წარმომადგენელმა Guardian Australia-ს დაუდასტურა, რომ შოუს შეწყვეტის გადაწყვეტილება თვეების წინ იქნა მიღებული და ეს არ არის სპეისის სკანდალის პასუხი.

სერიალის შემქმნელი, რომელიც შოუზე პირველი ოთხი სეზონის განმავლობაში მუშაობდა, მომხდარს ტვიტერზე ეხმაურება:

„ჩემი შეხედულება ენტონი რაპისა და კევინ სპეისის საკითხზე:

ენტონი რაპის ისტორია შემაშფოთებელია. იმ დროის მანძილზე რაც კევინ სპეისისთან ერთად ვმუშაობდი House Of Cards-ზე, არ გავმხდარვარ მომსწრე რაიმე მიუღებელი საქციელისა მისი მხრიდან გადასაღებ მოედანზე ან მის მიღმა. თუმცა, მე ვეკიდები მსგავსი ქცევის შესახებ ინფორმაციებს სერიოზულად და ეს მიუღებელია. მე თანავუგრძნობ ბატონ რეფს და ვაფასებ მის მამაცობას“, - ბოუ ვილიმონი.

სერიალის გადაღება 2013 წელს დაიწყო. ისტორია გვიყვება ცოლ-ქმარის ცხოვრების შესახებ, ფრენკ და კლერ ანდერვუდებზე და მათ სისხლიან გზაზე პოლიტიკური კარიერის აწყობის ჟამს, რომლის მიზანიც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი გახლავთ. სერიალი არსებობის მანძილზე 33-ჯერ იყო ნომინირებული, ასევე რვაჯერ გახლდათ ნომინირებული ოქროს გლობუსზე. სპეისიმ და რაითმა კი მიიღეს ოქროს გლობუსები სერიალში შესრულებული როლებისთვის.

სერიალის პირველ ორ სეზონს განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგები ჰქონდა, თუმცა შემდგომი სეზონები არც თუ ისე რეიტინგული აღმოჩნდა.

58 წლის კევინ სპეისი ორგზის ოსკაროსანი მსახიობია, პირველი ჯილდო მან ფილმ „ეჭვმიტანილებში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო 1996 წელს, 2000 წელს კი „ამერიკული სილამაზეში“ შესრულებული მთავარი როლისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42