ამ აქციას Anna Loulou-ს ბარში, „სისხლიან საათს“ უწოდებენ. აქციის იდეა ორ ქალს ეკუთვნის, რომელთა განცხადებითაც 25%-იანი ფასდაკლება იმ ფაქტის აღიარებაა, რომ ქალები მენსტრუაციის დროს მეტ ყურადღებას იმსახურებენ, ასევე ისინი იმედოვნებენ, რომ ასეთი მიდგომა მენსტრუაციას განხილვისთვის ღია თემად აქცევს, მათ შორის მამაკაცების მხრიდანაც.
ფასდაკლებით ისარგებლებენ ის ქალები, რომლებიც განაცხადებენ, რომ მათ „კრიტიკული დღეები“ აქვთ - ამისთვის მათ მტკიცებულების წარდგენა არ დასჭირდებათ.
Anna Loulou-ს ბარის მეპატრონეები ამბობენ, რომ ქალები იმსახურებენ ამ მცირე საჩუქარს თუნდაც იმის გამო, რომ კრიტიკული დღეები მათი ცხოვრების 25% იკავებს.
„იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ფასდაკლების გაკეთებით ქალის მიმართ ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ. ჩვენ ამით ვეუბნებით, ჩვენ გვესმის შენი მდგომარეობა, ჩვენ ვიცით, რომ შენ განსაკუთრებულ სიტუაციაში ხარ და გვინდა საჩუქარი გაგიკეთოთ“- განაცხადა ბარის მეპატრონე მორამ ბარირმა ისრაელის გაზეთ Haaretz-სთან ინტერვიუში.
ბარირის თქმით, ასეთი ფასდაკლების შემოტანის იდეა, მას იმ დროს გაუჩნდა, როდესაც თავად შეუკვეთა ბარში ღვინო, ბარმენს კი დაავიწყდა, რომელი ღვინო მოითხოვა თეთრი თუ წითელი.
„მე მას უბრალოდ ვუთხარი, ასე უფრო ადვილი დასამახსოვრებელი იქნება- მე ახლა „კრიტიკული დღეები“ მაქვს და ამიტომ წითელი ღვინო მომიტანე“ - განაცხადა ბარირმა.
ფასდაკლება Anna Loulou-ს ბარში ორშაბათს , ოთხშაბათს და შაბათს მოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები






