„ჩემს ცხოვრებაში მე მქონია ურთიერთობები მამაკაცებთან და ქალებთან. მე მიყვარდა და მქონდა რომანტიული ურთიერთობები მამაკაცებთან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ახლა მე ვირჩევ გეი მამაკაცის გზას. მინდა ამას ღირსეულად და გულახდილად გავუმკლავდე - ეს დამეხმარება გავიზრო ჩემი ცხოვრება“- დაწერა სპეისმა.
მან ასევე ბოდიში მოუხადა მსახიობ ენტონი რეპის, რომელიც ცნობილია სერიალიდან Star Trek-ი და რომელიც კევინ სპეისის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. რეპის თქმით ის მაშინ 14 წლის იყო.
სპეისიმ დაწერა, რომ რეპის სიტყვებმა მასზე მძიმედ იმოქმედა, თუმცა „ გულწრფელად არ ახსოვს შეხვედრა, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის წინ იყო“. „მაგრამ თუ მე ასე მოვიქეცი, როგორც მან დაწერა, მე გულწრფელად ბოდიშს ვიხდი მის წინაშე ამ აბსოლუტურად მიუღებელი საქციელისთვის. მე ღრმად ვწუხვარ იმ გრძნოებების გამო, რომელსაც ის მთელი ამ წლების განმავლობაში განიცდიდა“- წერს სპეისი.
ენტონი რეპის თქმით 1986 წელს, როდესაც თავად 14 წლის იყო და კევინ სპეისი 30 წლამდე, როგორც ახალგაზრდა მსახიობი კევინ სპეისის მიერ ორგანიზებულ საღამოზე მოხვდა. ის და სპეისი ერთ ოთახში აღმოჩნდნენ, რა დროსაც ნასვამმა სპეისიმ არასრულწლოვან მსახიობს, მოფერება დაუწყო, რეპის თქმით, მან თავის დაღწევა შეძლო.
58 წლის კევინ სპეისი ორგზის ოსკაროსანი მსახიობია, პირველი ჯილდო მან ფილმ „ეჭვმიტანილებში“ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო 1996 წელს, 2000 წელს კი „ამერიკული სილამაზეში“ შესრულებული მთავარი როლისთვის. 2013 წლიდან სპეისი საყოველთაოდ პოპულარულ სერიალ „ბანქოს სახლში“ პოლიტიკოსი ფრენკ ანდერვუდის როლს ასრულებს, რომლისთვისაც 2014 წელს ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

მასალის გამოყენების პირობები






