ამის შესახებ კუბლაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხდა.
"დღეს მე მინდა, განცხადება გავაკეთო ბოლო ხანს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მაღალი დონის წარმომადგენლების მხრიდან მოსამართლეთა შეურაცხყოფის რამდენიმე ფაქტზე. თქვენ იცით, რომ დაახლოებით, 2 კვირის წინ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ჩემი პირველი მოადგილის შესახებ იყო საუბარი ისეთ კონტექსტში, რომელიც პირდაპირ შეიცავდა შეურაცხყოფას. შემდეგ ახალციხეში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე, იყო საუბარი საერთოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და მოსამართლეებზე. ამაშიც უმრავლესობის მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. ბოლოს იყო თბილისის მერისგან საუბარი კონკრეტული მოსამართლეების მიმართ და მათი შეურაცხყოფა. თითოეულ ამ ფაქტთან დაკავშირებით მინდა, განვაცხადო, რომ ასეთი ფაქტი ხელსიუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან, სასამართლოს დისკრედიტაციის პირდაპირი მცდელობაა. ეს შეურაცხყოფები აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენს საზოგადობაში, ჩვენს ქვეყანაში. ის აბსოლუტურად ძირს უთხრის პირდაპირ სასამართლოს, მის დამოუკიდებლობას, მისი განვითარების პრესპექტივებს და ა.შ. მინდა, ძალიან კონკრეტულად მოვითხოვო ყველა ამ პირის მიმართ, რომ ასეთი შეფასებები, ასეთი შეურაცხყოფები მოსამართლეთა მიმართ, გახლავთ პირდაპირი ზეგავლენისა და ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში. კატეგორიულად მინდა, ვთქვა, რომ საბოლოო შედეგს, ისინი ამით ვერ მიიღებენ, მაგრამ ამით ისინი ძირს უთხრიან სასამართლოს და მთლიანად სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენენ. ეს ჩვენს ქვეყანაში განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვართ, აბსოლუტურად მიუღებელია. თქვენ ხშირად გაგიგონიათ მწვავე კრიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და ეს ბუნებრივია, ასეც უნდა დარჩეს და ეს კრიტიკა ასატანია, მაგრამ საბოლოოდ, ამას გადაწყვეტს ზემდგომი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი გამოდის და ამბობს, რომ მან იცის, რომ იქ მტკიცებულებები არსებობდა და ამიტომ ეს გადაწყვეტილება უსამართლოა, ეს უკვე უპასუხიმგებლო კრიტიკაა, რადგან მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიტინგების ფონზე არ შეიცვლება. ეს უნდა გასაჩივრდეს და მხოლოდ ამით შეიძლება ამის შეცვლა. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოსამართლეთა შეურაცხყოფამ ინტენსიური ხასიათი მიიღო. მე კიდევ ერთხელ მინდოდა განმეცხადებინა, რომ ჩვენი მხრიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან, ყოველთვის ყველა ასეთ განცხადებაზე საპასუხო განცხადება გაკეთდება. სხვა დანარჩენი ცივილიზებული კრიტიკის ფარგლებში რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდდამხოლოდ სასამართლოს შეუძლია და სხვა ვერაფერი აქ ვერ მოხდება", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






