ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს გონებრივი ჩამორჩენილობისგან იცავენ - ბრიტანელი მეცნიერები
ეს საინტერესოა - 18:04, 28 Oct, 2017     3702

ქორწინება და ახლო მეგობრები ადამიანს გონებრივი ჩამორჩენილობისგან იცავენ, აცხადებენ ლაფბოროს უნივერსიტეტის მეცნიერები.

მათ მიერ ჩატარებული კვლევა 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 6677 ადამიანი მონაწილეობდა. კვლევის შედეგები Journals of Gerontology-ში გამოქვეყნდა.

დემენცია არის შეძენილი გონებრივი ჩამნორჩენილობა, ჭკუასუსტობა, რომელიც ხასიათდება შემეცნების უნარის დაქვეითებით, ადრე შეძენილი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის დაკარგვით, ახლის შეძენის უნარის არქონით.

ექიმების მონაცემებით, კვლევის დასაწყისში, ექსპერიმენტის მონაწილეებიდან დემენციით დაავადებული არავინ ყოფილა, ხოლო ექსპერიმენტის მიმდინარეობის პროცესშ ასეთი დიაგნოზი 220 ადამიანს დაუდგინდა.

მეცნიერები ადარებდნენ დაავადებული და ჯანმრთელი ადამიანების მონაცემებს და ქცევებს.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ სოციალური კავშირები, განსაკუთრებით ქორწინება და ახლო მეგობრული ურთიერთობები ადამიანის გონებრივ შესაძლებლობაზე დადებითად მოქმედებს.

მათი განცხადებით, მთავარი აღმოჩენა ის არის, რომ მთავარია მეგობრების "ხარისხი" და არა "რაოდენობა".

"თქვენს ირგვლივ შესაძლოა ადამიანების დიდი რაოდენობა იყოს, მაგრამ მხოლოდ მჭიდრო ხარისხიანი კავშირები ამცირებენ გონებრივი ჩამორჩენილობის რისკებს," ნათქვამია დასკვნაში.

მათი განცხადებით, ახლო მეგობრები ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებენ, რომლებიც ადამიანის გონებას და ზოგადად ჯანმრთელობას სტრესებისაგან და დამანგრეველი ზემოქმედებებისგან იცავს.

ანალოგიური ითქმის ბედნიერ ქორწინებაზეც, რომელიც დემენიციით დაავადების რისკს ამცირებს.

ზოგადად მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს 9 ფაქტორი, რომელიც დემენიციის რისკს ზრდიან"

  • სმენის დაქვეითება საშუალო ასაკში - ზრდის რისკს 9%-ით
  • საშუალო განათლების არქონა - 8%
  • მოწევა - 5%
  • დეპრესიის დროული მკურნალობის დაგვიანება - 4%
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა - 3%
  • სოციალური იზოლაცია - 2%
  • მაღალი წნევა - 2%
  • გასუქება - 1%
  • მეორე ტიპის დიაბეტი - 1%

ეს ფაქტორები, რომლებიც თავად ადამიანზეა დამოკიდებული, დაავადების რისკზე 35%-ით ზემოქმედებენ. დანარჩენი 65% ადამიანის ქმედებებზე მეტნაკლებად არ არის დამოკიდებული.

ყოველ შემთხვევაში, აცხადებენ მეცნიერები, სულიერი სიმარტოვე დემენიციის რისკს საგრძნობლად ზრდის.

როგორც ცნობილია, გონებასუსტობამ ადამიანის ტვინი მისი სიმპტომების აღმოჩენამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე შეიძლება დააზიანოს, შესაბამისად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.

წყარო - BBC





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42