ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით ევროკავშირისთვის ერთადერთ თანამოსაუბრედ ესპანეთი რჩება:
„ევროკავშირისთვის არაფერი შეცვლილა. ესპანეთი რჩება ჩვენ ერთადერთ თანამოსაუბრედ. მე ვიმედოვნებ, რომ ესპანეთის ხელისუფლება არგუმენტების ძალას მიანიჭებს უპირატესობას და არა ძალის არგიმენტს“- დაწერა ტუსკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია:
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს ესპანეთის კონსტიტუციურ ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რმ ესპანეთმა შეინარჩუნოს ძლიერება და ერთიანობა“- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჰეიზერ ნოერტმა.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კატალონიის საკითხს ესპანეთის შიდა საქმედ მიიჩნევს, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში უნდა გადაწყდეს:
„ესპანეთი რჩება ნატოს მნიშვნელოვან მოკავშირედ, კატალონია კი მისი შიდა საქმეა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში უნდა გადაწყდეს.“- განაცხადა ნატოს მაღალჩინოსანმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის განცხადებით მისი ქვეყანა მხარს უჭერს ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
„უკრიანა მხარს უჭერს ესპანეთის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“- დაწერა კლიმკინმა ტვიტერზე, მის მიერ გავრცელებულ სხვა შეტყობინებაში ნათქვამია რომ უკრაინა მხარს უჭერს ესპანეთის ხელისუფლების მიერ კრიზისის მოგვარების ღონისძიებებს კონსტიტუციის შესაბამისად, კანონის ერთგულებით და ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემით.
მასალის გამოყენების პირობები






