სახელისუფლო კორუფცია და ბიუროკრატია - აშშ-ს კონგრესის ორპარტიული რეზოლუცია საქართველოს შესახებ
პოზიცია - 11:09, 27 Oct, 2017     3220
კონგრესმენმა ტედ პომ და კონგრესმენმა ჯინ გრინმა 23 ოქტომბერს ორპარტიული რეზოლუცია წარადგინეს, რეზოლუცია, რომელიც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ხაზს უსვამს და მიუთითებს ქვეყანაში, სახელისუფლო დონეზე კორუფციისა და ბიუროკრატიული არეულობის არსებობაზე.

„უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში საქართველო გადაიქცა რეგიონის დემოკრატიისა და თავისუფლების მოდელად. საქართველო კვლავ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ მხარდამჭერს. ჩვენმა ორმა ქვეყანამ შეიმუშავა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე. მე მომხრე ვარ უფრო მჭიდრო ურთიერთობისა ჩვენს ორ ქვეყანას შორის მომავალი მრავალი წლის განმავლობაში - და არ არსებობს უკეთესი გზა ამ ურთიერთობის გასამტკიცებლად, ვიდრე ორმხრივი ინვესტიციები და ვაჭრობა.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ამერიკული კომპანიები წუხილს გამოთქვამენ საქართველოსთან საქმიან ურთიერთობებთან მიმართებით, ისინი მიუთითებენ ბიუროკრატიულ არეულობაზე და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ დონეებზე შემორჩენილია კორუფცია. როგორც საქართველოს ნამდვილ მეგობარს, შემიძლია გამოვთქვა არა მხოლოდ სიამაყე თბილისის პროგრესის მიმართ, ასევე, შემიძლია მივუთითო იმ კუთხით, როცა უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ ტრაექტორიას. აღნიშნული რეზოლუცია ამტკიცებს ჩვენს კავშირებს საქართველოს მოსახლეობასთან და მის ხელისუფლებასთან, ასევე მოუწოდებს შეიქმნას თანასწორი პირობები ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მუშაობენ. ეს აუცილებლად მოუტანს სარგებლობას ორივე ქვეყანას და განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კონგრესმენმა პომ.

რაც შეეხება კონგრესმენ გრინს, ის იმედვნებს, რომ საქართველო დაიცავს კანონის უზენაესობას და აშშ-საქართველოს ურთიერთობები კვლავაც მტკიცე დარჩება.

„საქართველოს წინსვლა უკანასკნელი წლების განმავლობაში თვალნათელია, ნაწილობრივ ეს გამოწვეულია საქმიანი კლიმატით უცხოელი ინვესტორების მიმართ. ამერიკული კომპანიების მიმართ პასუხისმგებლობების გადაჭარბება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებას გამოიწვევდა, ურთიერთობებისა, რომელთა განმტკიცებასაც მრავალი წელია აშშ და საქართველო ცდილობენ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო მნიშვნელოვნად ჩათვლის კანონის უზენაესობას Frontera Resources-ის მიმართ და აშშ-საქართველოს ურთიერთობა მტკიცე დარჩება და იქნება მომგებიანი ორივე მხარისთვის“, - განაცხადა კონგრესმენმა გრინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42