მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივარი: „ჰუსარების სტიკერი ტერორისტების პლაკატს გადავაკარით“
საზოგადოება - 11:13, 08 Jul, 2013     1456

 


რუსი გულშემატკივარი, რომელიც თავდაპირველად სასტუმროდან გამოვიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან ოპონირება დაიწყო, "ნიუპოსტს" სერგეი ლიჟინად გაეცნო და განუცხადა, რომ გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენელია.

 

თავდაპირველად "ნიუპოსტს" ლიჟინთან გასაუბრების უფლება საპატრულო პოლიციისა და სასტუმროს დაცვის წარმომადგენლებმა არ მისცეს, თუმცა მოგვიანებით, რუსმა გულშემატკივარმა თავად გამოიჩინა ინტერესი და აქციის მიმდინარეობითა და მიზნით დაინტერესდა.

 

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას განუმარტა, რომ პროტესტი მიმართული იყო არა უშუალოდ ფეხბურთელების წინააღმდეგ, არამედ რუსეთის დუმის დეპუტატებისა და იმ გულშემატკივრების წინააღმდეგ, რომლებმაც "დინამო არენაზე" ჰუსართა ცნობილი ფრაზის ("წინ, ჰუსარებო, გაჟიმეთ და დაბრიდეთ!") შემცველი სტიკერები საქართველოს ერთიანობის აღმნიშვნელ სტიკერებს გადააკრეს.

 

ლიჟინი სტიკერის ილუსტრაციით დაინტერესდა, ხოლო მას შემდეგ, რაც "ნიუპოსტმა" ინტერნეტში გავრცელებული სტიკერის ფოტო უჩვენა, განაცხადა, რომ "ეს მაგარი სტიკერია და რუსულ სულს წარმოაჩენს", ხოლო სტიკერს ქვეშ მოქცეულ ინგლისურენოვან სტიკერზე, საქართველოს დროშის გამოსახულებით განაცხადა: "ეს სტიკერი, რომელზეც ჩვენია გადაკრული ტერორისტების სტიკერია. მასზე გამოსახულია ადამიანი ნიღბით (სინამდვილეში სტიკერზე გლადიატორის სილუეტია გამოსახული და ინგლისურად წერია: "აფხაზეთი საქართველოა!") და რახან ადამიანს სახე არ უჩანს, ის ტერორისტია, სულ ეს არის".

 

ლიჟინის განმარტებას შორიახლოს მდგარი აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოჰყვა, რის შემდეგაც მოსკოვის "დინამოს" ფანკლუბის წარმომადგენელი სასტუმროს ფოიეში პოლიციელებმა შეაცილეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42