ფრანგები სოფლის მეურნეობაში 14 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:01, 26 Oct, 2017     1381

საქართველოში ხორცის წარმოების და ფერმის მოწყობის საკითხებზე საფრანგეთის მსხვილფეხა საქონლის გენეტიკური განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაესწრო.

აღნიშნული კვლევა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით მომზადდა და მისი მიზანი ფრანგული მეხორცული ჯიშების საქართველოში ადაპტირება და მსხვილი საბითუმო ქსელების ხორცით მომარაგებაა.

ერთი წლის განმავლობაში, ფრანგი სპეციალისტები საქართველოში მეცხოველეობის სეგმენტის განვითარებას სწავლობდნენ. კვლევის შედეგების საფუძველზე, ბაზარზე წარმოების ზრდის კუთხით სპეციალური რეკომენდაციები შემუშავდა.

ფრანგი სპეციალისტების დასკვნაში გაანალიზებულია მესაქონლეობის სფეროში საქართველოში არსებული მდგომარეობა და მეცხოველეობის სეგმენტის ბაზარზე პოზიციონირებასთან დაკავშირებული პერსპექტივა.

დაგეგმილია საპილოტე პროექტის განხორციელებაც, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ორი ფერმის მოწყობა იგეგმება, სადაც ფრანგი სპეციალისტები სწავლების კურსებს ჩაატარებენ და ადგილობრივ ფერმერებს დაავადებების კონტროლის ფრანგულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფრანგული მხარე სოფლის მეურნეობაში, დაახლოებით 14 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 400 სულიანი ორი ფერმის აშენებას გეგმავს. გარდა ამისა, მოხდება ქართული ბაზრის მომარაგება ახალი ხორცით და იმ საკვები ბაზრის განვითარება, რომელიც მესაქონლეობისათვის არის საჭირო. ქართველ ფერმერებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა გაყიდონ უფრო მეტი სიმინდი, მეტი ქერი, ხორბალი. პროექტი, რომლის განხორციელებაც იგეგმება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებაში“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42