,,არსებობს ორი ძალა - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი“ - ციფრებით მანიპულირება არჩევნებში და ოპოზიციის შეცდომები
პოზიცია - 18:01, 25 Oct, 2017     3694

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები - თბილისის არჩეული მერობის კანდიდატი კახი კალაძე გახდა. ჯერჯერობით ცესკო-ს საბოლოო შედეგები არ არის ცნობილი, თუმცა პირველადი მონაწემებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში გაიმარჯვა, მათ შორის თბილისშიც. რამდენიმე რაიონში დაინიშნა მეორე ტურები, თუმცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ საბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნების მეორე ტურებს.

თვითმმართველობის არჩევნებზე და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდიანრეობისას მმართველი ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და სხვადასხვა ძალადობრივი თუ დაშინებითი მეთოდების წარმოებას არა ერთხელ გაესვა ხაზი.

თვითმმართველობის არჩევნების შედეგებ, „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს.

შაშკინი აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ ელექტორატის ნახევარზე მეტმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, მისი აზრით, ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმის მაღალი დონით არის გამოწვეული:

“ადგილობრივმა არჩევნებმა დატოვა საკმაოდ მძიმე შთაბეჭდილება, სრული ნიჰილიზმი, რაც ისედაც ვიცოდით, რადგან მოსახლეობის ნახევარი არც მოვიდა არჩევნებზე და ეს მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებაში არის მაღალი ნიჰილიზმი, მიუხედავად იმისა რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული სიტუაციით, ვერ ხედავს თუ როგორ შეიძლება არჩევნების გზით ამ სიტუაციის გამოსწორება. მეორეს მხრივ, ყველამ დავინახეთ სერიოზული პრობლემები არჩევნებთან დაკავშირებით. 21-ე საუკუნეში არ უნდა ველოდოთ არჩევნების დროს ბიულეტენების ჩაყრასა და ველური გაყალბების მეთოდებს, ტექნოლოგიები წავიდა წინ და ბუნებრივია მთავრობამ გამოიყენა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მას ჰქონდა. ოპოზიცია დამარცხებისთვის იყო განწირული არჩევნებამდეც, რადგან ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა ბერკეტი, რაც მას ჰქონდა, ადმინისტრაციული რესურსი, ფული, დაშინება და ასე შემდეგ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე დიდი დამსაქმებელი არის სახელმწიფო, როდესაც მოხელეებს ეუბნებიან, რომ სამსახურიდან გაგაგდებთ, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხალხის მოტივაცია, მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა სხვას, არის ძალიან დაბალი. ყველა ფიქრობს საკუთარ ოჯახსა და საკუთარ თავზე“, - აცხადებს შაშკინი.

იგი ასევე ხაზს უსვამს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს და ამბობს, რომ აღნიშნულის შედეგად, ამომრჩევლის მოსყიდვა მინიმალური ფინანსებით მარტივდება:

„ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონი არსებობს და ამომრჩევლების მოსყიდვა ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის პერიოდში უმნიშვნელოვანესი წარმატებები იყო მიღწეული ქურდულ მენტალიტეტთან ბრძოლის კუთხით, ის ვინც იყო არჩევნებზე თბილისში, დაინახავდა, რომ ყველა უბანთან მობილიზებული იყო მოკრიმინალო ელემენტების ჯგუფები, რომლებიც ბუნებრივია თავის იქ ყოფნით ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩეველის პოზიციაზე, ბოლოს ის ფაქტი, რაც იყო არჩევნების დღეს სიებთან დაკავშირებით, როდესაც ამომრჩეველს ბლოკნოტებით თვლიდნენ გაურკვეველი ადამიანები, ეს ყველაფერი ვერავის ათქმევინებს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატა საკუთარი პოზიცია. ფული, ძალადობა, დაშინება, როგორც ჩანს საქართველოში მიზანს აღწევს, იმ პირობებში, როდესაც არის სიდუხჭირე და ყველაზე დიდი დამსაქმებელი არის სახელმწიფო. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 20% არის კმაყოფილი იმით თუ როგორ ვითარედება ქვეყანა, ის კვლელებიც კი რომელსაც მთავრობა ატარებს, ამ პირობებში სახელისუფლებო პარტია იღებს ნახევარზე მეტ ხმებს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქტიურობა, მაგრამ ხალხის ნიჰილიზმმა გადააჭარბა იმ პოლიტიკურ მოტივაციებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო“, - განმარტავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება საბოლოო ოქმებს, დიმიტრი შაშკინი აღნიშნავს, რომ ხმების დათვლისას ციფრებით მანიპულირება მოხდა, ამის მტკიცებულებად კი მათემატიკური თეორია მოჰყავს:

„შედეგებთან დაკავშირებითაც არსებობს ბევრი შეკითხვა, გარდა ძალადობისა, დაშინებისა და მოსყიდვისა, არსებობს შეკითხვები საბოლოო ოქმებთან მიმართებით. ხმების 17% თბილისში აიღო ელისაშვილმა, მას თავისი პარტია არ ჰქონდა, ბუნებრივია, რომ ეს 17% უნდა გადანაწილებულიყო სხვადასხვა პარტიებში, შედეგებს თუ გადავხედავთ, დავინახავათ, რომ ეს ხმები ისე დაბალანსდა სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, რომ მოხდა აბსოლუტურად არალოგიკური სურათის შექმნა. ელისაშვილის 17% არ გადავიდა რომელიმე პარტიისთვის, რომც ჩავთვალოთ, რომ ნაწილმა ამ 17%-დან ხმა მისცა „ევროპულ საქართველოს“, „ქართულ ოცნებას“, მაინც არ ხდება ამ ხმების გადანაწილება. კალაძემ აიღო 3%-ით ნაკლები, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“, 3%-ით ნაკლები აიღო ელენე ხოშტარიამ, ვიდრე „ევროპულმა საქართველომ“ თბილისში, ეს პროცენტებიც რომ ჩავთვალოთ, რომ ელისაშვილის ამომრჩევლის ხმები იყო, მაინც რჩება კიდევ 11%. ის, რომ ელისაშვილის მომხრეები არ მისცემდნენ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ბუნებრივია, რადგან ის საკუთარ თავს აჩვენებდა, როგორც ანტი-ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი. 11% სად წავიდა და რანაირად გადაანაწილეს ეს ხმები, არის აბსოლუტურად გაუგებარი. საბოლოო ოქმებში ჩანს, რომ ციფრი 3 ფიგურირებს თითქმის ყველა პარტიასთან დაკავშირებით, არსებობს თეორია მათემატიკაში, როდესაც ადამიანი ცდილობს ციფრებით მანიპულირებას, ის ან იყენებს ერთსა და იმავე ციფრს, ან იყენებს ნულს ან ხუთს, ამ სიტუაციაში გამოყენებულია 3, ის დომინანტი ციფრია ამ არჩევნებში, გუგავას სამი პროცენტით ნაკლები აქვს, ვიდრე პარტიას და სხვა კანდიდატებთან მიმართებითაც ასეა. მათემატიკაში ასეთი დამთხვევები არ ხდება.

თუ გადავხედავთ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის შედეგებს, დავინახავთ, რომ აბსურდული შედეგებია. მაგალითად, ახალქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერეს 0.94%, გარდაბანში ენმ-ს დაუწერეს 9%, როდესაც ზუსტად ერთი წლის წინ გარდაბანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი აღემატებოდა 30-35%-ს, ეთნიკური უმცირესობების რეგიონებშიც მოხდა ციფრებით მანიპულირება, ეს არის ცალსახა. ბუნებრივია, ეს არ აკნინებს იმ შეცდომებს, რომლებიც ოპოზიციამ დაუშვა“, - განმარტავს შაშკინი.

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ვერცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ შესთავაზა ხალხს ის მესიჯი, რომელიც მათ არჩევნებზე მიიყვანდა, რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შაშკინი მიიჩნევს, რომ მას დააკლდა კრიტიკულობა, რამაც ელექტორატის დიდი ნაწილი დააკარგვინა:

„სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ხალხს არ შესთავაზა ის მესიჯი, რომელიც მათ არჩევნებზე მოიყვანდა, ზოგმა იმუშავა უკეთესად კოორდინატორების მეშვეობით, ზოგმა უარესად, ზოგს ჰქონდა მეტი ფული, ზოგს ნაკლები, მაგრამ გზავნილი, რომელიც ხალხისთვის იქნებოდა გასაგები, ვერ დავინახეთ.

მე ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა კრიტიკულობა, რადგან ის პოზიტიური რეკლამები, რომელიც გადიოდა სატელევიზიო ეთერში, ჩემთვის იყო აბსოლუტურად გაუგებარი თუ რა მიზანს ისახავდა სატელევიზიო რეკლამა, სადაც იყო ნაჩვენები ლამაზი თბილისი. ენმ ოპოზიციაშია, ის არ არის ახლა სამთავრობო პარტია და მას ბუნებრივია პოზიტიური კლიპები არაფერს მოუტანდა. ის შეცდომებზე უნდა საუბრობდეს და აჩვენებდეს ამ შეცდომებს. სწორედ ამის გამო, ჩემი აზრით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ელექტორატის ნაწილი დაკარგა, რომელიც იყო კრიტიკულად განწყობილი მთავრობის მიმართ“, - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მეორე ტურებთან დაკავშირებით შაშკინისთვის გაუგებარია, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებები, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხში გადაწყვეტილება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მიეღო:

„რაც შეეხება მეორე ტურებს და ენმ-ს უარს, ჩემთვის გაუგებარია რატომ აკეთებენ სხვა პარტიები კომენტარს ამასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი, ენმ-მ იბრძოლა ქუთაისში, უთანასწორო ბრძოლაში მიაღწია მეორე ტურს და გადაწყვიტა არ მიიღოს მონაწილეობა, არგუმენტები, რომლებიც მოიყვანეს პარტიის ლიდერებმა, ჩემთვის არის აბსოლუტურად რაციონალური, ეს არის მათი გადასაწყვეტი და არა რომელიმე სხვა პარტიის“, - განმარტავს დიმიტრი შაშკინი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ საქართველოში შესაძლოა გამოჩნდეს მესამე ძალა, იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისგან გაკვეთილი უნდა მიიღოს და დაიწყოს პარტიის მშენებლობა ახალი სტრუქტურისა და იდეის გარშემო:

„მე არ ვეთანხმები მოსაზრებას მესამე ძალის გამოჩენასთან დაკავშირებით. საქართველოში მესამე ძალა არ გამოჩნდება, ამ წუთისთვის არსებობს ბიძინა ივანიშვილი და არსებობს მიხეილ სააკაშვილი, სანამ ეს ორი ადამიანი იქნება, ყველანაირ მესამე ძალაზე საუბარი არის ზედმეტი. ბუნებრივია, რომ დომინანტი ოპოზიციური ძალა იყო, არის და იქნება „ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად შეცდომებისა, რომელიც იყო დაშვებული, მიუხედავად შიდა პრობლემებისა, რომელიც ერთი წლის წინ მოხდა, იგი დარჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად, ამ ხელისუფლებას ფული არ დააკლდება, ეს ხელისუფლება ძალადობას, დაშინებას არ დააკლებს, სახელმწიფო იქნება მომავალშიც მთავარი დამსაქმებელი, აქედან გამომდინარე ხალხზე მას მომავალშიც ექნება დიდი ზეგავლენა, ეს უნდა გაითვალისწინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს ყველაფერი არ შეიცვლება არც მომავალ წელს და არც 2020 წელს, აქედან გამომდინარე, ენმ-მ უნდა მიიღოს ეს გაკვეთილი და დაიწყოს პარტიის განვითარება და მის მშენებლობაზე გადავიდეს მთავარი აქცენტი. ერთადერთი რაც შეგიძლია დაუპირისპირო ფულს, ძალადობას, ეს არის პარტიული სტრუქტურა და იდეა“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42