Lonely Planet-მა საქართველო 2018-ს მოგზაურობისთვის საუკეთესო 10 ქვეყანას შორის დაასახელა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:07, 25 Oct, 2017     1340
საქართველო უმსხვილესი საერთაშირისო სამოგზაურო მედია პლატფორმა Lonely Planet-მა 2018-ის წელს სამოგზაურო ქვეყნების ტოპ-ათეულში შეიყვანა.

Lonely Planet ყოველწლიურად აქვეყნებს მომდევნო წლის საუკეთესო მიმართულებებს, სადაც 2018 წლისთვის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად საქართველო დასახელდა. ინფორმაცია გავრცელდა Lonely Planet-ის ყველა მედია საშუალებით.

მთავარი კრიტერიუმი ქვეყნების მრავალფეროვანი ფლორა, ავთენტური არქიტექტურა და გემრიელი სამზარეულოა,

Lonely Planet საქართველოზე წერს, რომ ეს არის მომავალზე ორიენტირებული უძველესი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ამავდროულად უდიდეს პატივს სცემს თავის წარსულსა და ტრადიციებს.

„საქართველო ღვინისა და უძველესი კერძების ქვეყანაა, რომელიც მხოლოდ მომავლისკენ იყურება. მისი უძველესი ისტორია და კულტურა არა მხოლოდ წარსულია, არამედ აწმყო.

ქართული ღვინო იმდენად საამაყოა ამ ქვეყნისთვის, რომ ხშირად მესაზღვრეები აეროპორტში წითელი ღვინით ხვდებიან ჩამოსულ სტუმრებს“- წერს Lonely Planet-ი.

Lonely Planet წარმოადგენს საერთაშირისო უმსხვილეს სამოგზაურო მედია პლატფორმას. იგი მოიცავს, საერთაშორისო გზამკვლევების სერიას, წიგნებს და ონლაინ პლატფორმებს. კომპანია დაარსდა 1972 წელს და დღეს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს თავის სფეროში. Lonely Planet-ის სტატიებზე, ბლოგებზე და გამოცემებზე მუშაობს 200-მდე ავტორი.

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს იტალიაში, ქალაქ რომში ჩატარდა Lonely Planet-ის ყოველწლიური ღონისძიება „Best in Travel“. აქ იკრიბებიან საერთაშორისო მედიის და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან. აღსანიშნავია, რომ Best in Travel 2017-ზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციამ ქვეყნის პრეზენტაცია წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.

„Lonely Planet გახლავთ მსოფლიოში ყველაზე აღიარებული და გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა და სამოგზაურო მედიაპლათფორმა, შეაბამისად ტოპ ათეულში მოხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი წარმატებაა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს და საერთსშორისოდ აღიარებს, იმას რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ტურიზმის განვითარების სწორი ხედვა და ის საერთაშორისო აქტივობები, რომელსაც ვანხორციელებთ ეფექტურად მიმდინარეობს. Lonely Planet-ის მსოფლიო ათეულში საქართველოს მოხვედრა ხელს შეუწყობს მაღალ გადახმდელუნარიანი ტურისტების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში.“- განაცხადაგიორგი ჩოგოვაძემ.

იხილეთ აქ:





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42