იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:14, 25 Oct, 2017     1128

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტთან, ტეტსუია საკამოტოსთან და ქართული კივის მწარმოებელი კომპანიის „ნერგეტა“ თანადამფუძნებელთან, კონსტანტინე ვეკუასთან შეხვედრაზე იაპონიაში ქართული კივის ექსპორტის მზარდი ტენდენციის საკითხი განიხილა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება მეხილეობის სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, იაპონიის ბაზარი საქართველოსთვის საინტერესოა და ქართული კივის იაპონურ ბაზარზე გამოჩენა მნიშვნელოვანია.

იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტის, ტეტსუია საკამოტოს განცხადებით, საქართველოში კივის კულტურას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან კლიმატური პირობები სრულად შეესაბამება საექსპორტო კივის კულტურის განვითარებას.

„ქართული წარმოების კივი არის შესანიშნავი ხარისხის. თუ კივის შაქრიანობის საკითხს შევეხებით, რაც მისი საგემოვნო თვისებების განმსაზღვრელია, იაპონურ კივთან შედარებით ქართულში შაქრიანობა 1,5 პროცენტით მაღალია. შარშან იაპონიაში პირველად ჩავიტანეთ ქართული კივი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვფიქრობ, წელს საქართველოდან იმპორტირებული კივის მოხმარება კიდევ უფრო გაიზრდება. მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ, იაპონიაში კივის ექსპორტი გავზარდოთ“, - განაცხადა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტმა, ტეტსუია საკამოტომ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნერგეტამ“ კივის საცდელი პარტია იაპონიის ბაზარზე 2016 წელს შეიტანა. მიმდინარე წელს კი, დაახლოებით 100 ტონა კივის ექსპორტისთვის ემზადება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42