თიბისი ბანკმა საერთაშორისო პარტნიორებისგან 106.5 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:04, 25 Oct, 2017     1061
თიბისი ბანკმა ხელი მოაწერა 106.5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სინდიცირებული სესხის ხელშეკრულებებს ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO").

ეს არის თიბისი ბანკის გრძელვადიანი პარტნიორის, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის ("FMO") მიერ ორგანიზებული სინდიცირებული სესხის მეორე ხელშეკრულება. სასესხო პროდუქტი OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) ერთად სინდიცირებით შეიქმნა. ტრანზაქციის სხვა მონაწილეები ასეევ არიან: Symbiotics, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ობლიგაციების პლატფორმის საშუალებით (MSME Bond Platform) ოპერირებს; Atlantic Forfaitierungs AG; London Forfaiting Company Limited და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორები, ჯამურად 56,5 მლნ აშშ დოლარის პორტფელით.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) რესურსი თიბისი ბანკს საშუალებას აძლევს, მეტად ჩაერთოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) დაფინანსებაში, ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) წილი კი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავაჭრო დაფინანსების პროექტების განხორციელებას.

“გვეამაყება, რომ ასეთი წარმატებული ურთიერთობა გვაქვს ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან, ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიასთან ("FMO"), ასევე ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან (OFID) და სინდიკატის სხვა მონაწილეებთან. დაფინანსების მოცულობა ცალსახად მიუთითებს ჩვენი პირველი სინდიცირებული სესხის წარმატებაზე და პარტნიორობაზე. ეს დიდი მოცულობის სესხი თიბისი ბანკს დაეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) საინვესტიციო დირექტორმა ლინდა ბრუქჰოიზენმა აღნიშნა: „FMO ამაყია, რომ გასცა ეს ინოვაციური სინდიცირებული საკრედიტო ხაზი თიბისი ბანკისთვის, რომლის საშუალებითაც ახალი ინვესტორები შემოვიდნენ საქართველოში.. სესხი თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს განაგრძოს ზრდა და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას ქვეყანაში“.

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID) გენერალურმა დირექტორმა სულეიმან ჯეი ალ-ჰერბიშმა განაცხადა: “ქვეყნის ფინანსური სექტორი ეკონომიკური სტაბილურობის და ზრდის გარანტია; მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიღარიბის დაძლევისა და განვითრებისთვის. ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდმა (OFID) იკისრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ვალდებულება. ფინანსური რესურსების განაწილება ისეთი ფინანსური შუამავლის მეშვეობით, როგორიცაა თიბისი ბანკი, ზრდის ჩვენი საქმიანობის არეალს და გავლენას მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. სასესხო ხელშეკრულება შეესაბამება ჩვენ მიერ აღებულ ვალდებულებას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში მსოფლიო მასშტაბით.”

ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის (FMO) მიზანია, განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში მდგრადი კერძო სექტორის ხელშეწყობა. მისი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 9 მილიარდ ევროს, რაც მას განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის ხელშეწყობაზე ორიენტურებულ ერთ-ერთ უმსხვილეს ევროპულ ბანკად აქცევს.

OFID არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) მიერ 1976 წელს დაარსებული განვითარების საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მიზანია ასევე განვითარებადი ქვეყნების დახმარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42