წერილს თან ერთვის ვიდეო, სადაც აღბეჭდილია "გლადიატორების" პროტესტი. ვიდეოს ბმულს წერილის ბიოლოს ნახავთ. წერილი გამოქვეყნდა პორტალზე "ფანები.ჯი", რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ სპორტსაზოგადოება "დინამოს" 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის ამხანაგური მატჩი შედგა. ბუნებრივია, მოსკოვურ კლუბს თბილისში ფანების გამოჰყვნენ, რომლებიც აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ და მათთვის ტრიბუნებზე გამოყოფილ ადგილას თავის საყვარელ გუნდს ქომაგობდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთი საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა – მოსკოვური კლუბის ფანები საკმაოდ უსიამოვნო საქციელით გამოირჩნენ. საქმე კი იმაშია, რომ მათ თავის სექტორში იმპერიალისტური ბანერები გამოიყენეს და ამავე ხასიათის დროშები აფრიალეს, რითაც თბილისის "დინამოს" ფანკლუბის მიერ გაკეთებულ ბანერს გამოეხმაურნენ, რომელზეც ეწერა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო – საქართველოს ტერიტორიაა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "გლადიატორემა" პროტესტის ნიშნად თავისი ტრიბუნა დატოვეს და მანამდე არ დაბრუნდნენ, სანამ აღნიშნული ბანერები არ მოიხსნა და დროშების ფრიალი შეწყდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი თბილისის "დინამოს" ფანკლუბის ხელმძღვანელმა როლანდ გაფრინდაშვილმა "რუსთავი 2"-თან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, მატჩამდე "გლადიატორები" მოსკოვური კლუბის ფანებისგან იმის პირობა მიიღეს, რომ მსგავს დროშებსა და ატრიბუტებს ისინი არ გამოიყენებდნენ:
"მოსკოვის "დინამოს" ფანებთან წინასწარ შევთანხმდით, რომ იმპერიალისტური დროშებით არ უნდა ჩამოსულიყვნენ. როგორც ხედავთ, მათ ეს შეთანხმება დაარღვიეს. გადავწყვიტეთ ეს დროშები ჩვენით მოგვეხსნა, რის შემდეგაც ჩვენ პოლიცია დაგვიპირისპირდა. შესაბამისად, პროტესტის ნიშნად, ტრიბუნის დატოვება გადავწყვიტეთ".
გარდა ამისა, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს კომენტარი საქართველოს ნაკრების ფანკლუბის "ჯვაროსნების" წევრმა გოჩა თანდარაშვილმაც მისცა:
"დავტოვეთ ტრიბუნა, რაც სწორ და სამართლიან საქციელად მიმაჩნია. დღეს ყველაზე კარგი ეს იქნებოდა, ამ თამაშის ყურება ასე სჯობს".
აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც "გლადიატორთა" პროტესტი არის ასახული: ვიდეო
მასალის გამოყენების პირობები






