-ამის შესახებ თამაშის მსვლელობის დროს თბილისის "დინამოს" ფან-კლუბის წევრებმა განაცხადეს და სტადიონი დროებით, პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათ პროტესტს გულშემატკივართა ნაწილიც შეუერთდა.
ისინი პირველ და მეორე იარუსს შორის, დასავლეთ ტრიბუნასთან იყვნენ განთავსებული და რამდენიმე წუთის განმავლობაში სკანდირებდნენ "საქართველო!"; "საქართველოს გაუმარჯოს!".
პროტესტის გამოცხადებამდე ფან-კლუბის წარმომადგენელი რუს გულშემატკივრებთან მივიდა, მათ წინასწარი შეთანხმება (შეთანხმება ფან-კლუბებს შორის შედგა) შეახსენა და დროშების ჩამოხსნა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
ერთეღთი ვერსიით, "დინამოს" ორი ფან-კლუბი მატჩის დროს სტადიონზე ქცევის დეტალებზე წინასწარ შეთანხმდა. ისინი შეთანხმდენენ, რომ გულშემატკივრობას პოლიტიკური კომპონენტი ჩამოსცილდებოდა, რაც ქართულმა მხარემ შეასრულა და სტადიონზე არცერთი პოლიტიკური შინაარსის პლაკატი არ გამოჩენილა, თუმცა, რუსმა გულშემატკივრებმა წინასწარი შეთანხმება დაარღვიეს.
მასალის გამოყენების პირობები






