სტადიონთან რუსეთის დუმის დეპუტატების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დააკავეს
საზოგადოება - 22:33, 07 Jul, 2013     1996

აქციაზე, ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილი, თუმცა, მათ სტადიონიდან გამოსული მაყურებლების ნაწილიც შეუერთდა. აქციის მონაწილეები ცალსახად განმარტავდნენ, რომ მათი პროტესტი არა რუსი ფეხბურთელებისა და ზოგადად, მოსკოვის "დინამოს" ჩამოსვლის, არამედ რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრების წინააღმდეგ იყო მიმართული.

 

სტადიონის შესასვლელებთან საპატრულო პოლიციის დამატებითი კონტიგენტი იყო მობილიზებული, მათ აქციის მონაწილეებს არ მისცეს სტადიონთან ახლოს მისვლის უფლება და დაუხიეს პლაკატები. "ნიუპოსტის" ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია აქციის მონაწილე სამი პირი, "თავისუფალი ზონის" წევრები: ირაკლი ჩხვირკია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია. სტადიონის "ვიპ" გასასვლელთან, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ, აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა მოუწოდეს, რომ გზის სავალი ტერიტორია დაეტოვებინათ და ტროტუარზე გადასულიყვნენ, რასაც პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური გაწევ-გამოწევა მოჰყვა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გზაზე დაწოლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამისი უფლება არ მისცეს.

 

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე".აქციის მონაწილე გოგონები ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ხელები გადაუგრიხა, პლაკატები წაართვა და სტადიონის ტერიტორიას განარიდა.

 

აქციის მონაწილეთა დაკავების შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი მარიამ საჯაიაც ადასტურებს. "როგორც მითხრეს, გოგოებს ხელები აქვთ დალურჯებული, ყველა პლაკატი დახეულია, აი, აზრის გამოხატვის თავისუფლების ნიმუში", - ამბობს დეპუტატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42