ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management-ი საქართველოში ინვესტიციის გაზრდას გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:35, 24 Oct, 2017     1244

მსხვილი ბრიტანული კომპანია Schroders Investment Management-ი საქართველოში ინვესტიციის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს, - პოტენციურ საინვესტიციო სფეროებზე კომპანიის მენეჯერებმა ინვესტიციების მიმართულებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და სივრცითი მოწყობის მიმართულების ფარგლებში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა ენიჭება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მხოლოდ 2017 წელს, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 36%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს, 2016 წლის ბაზასთან შედარებით, პროექტების ჯამური მოცულობა 90%-ით გაიზრდება.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, ექსპორტის ზრდის ტენდენციასა და პოტენციალზე, რომელსაც ინვესტორებს საქართველოს მიერ მეზობელ ქვეყნებთან, ევროკავშირსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სთავაზობს.

პრემიერ-მინისტრი ინვესტორებს ესაუბრა დამწყები ბიზნესისა და მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებზე, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებზე.

შეხვედრაში Global Emerging Markets investments-ის ხელმძღვანელი როლო როსკოუ, - Frontier Markets and Middle East investments-ის ხელმძღვანელი რამი სიდანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მონაწილეობდნენ.

Schroders Investment Management-ს ამ დრომდე საქართველოში განხორციელებული აქვს 200 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის ინვესტიცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42