აშშ-ში The Weinstein Company-სთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
ეს საინტერესოა - 12:02, 24 Oct, 2017     905
ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორის ერიკ შნეიდერმანის განცხადებით, ჰოლივუდის პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინისა და მისი ძმის კუთვნილი კომპანია The Weinstein Co-სთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"ნიუ-იორკის არც ერთი მცხოვრები არ უნდა იყოს ვალდებული წავიდეს სამსახურში, სადაც სუფევს სექსუალური ხასიათის მუქარა და შიში. თუ კომპანიაში სექსუალური შევიწროების ან დისკრიმინაციის ფაქტებია, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ"- ნათქვამია პროკურორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიუ იორკის პროკურატურის ადამიანთა უფლებების დაცვის სამსახურმა უკვე მოითხოვა კომპანიისგან დოკუმენტაციის წადგენა. რომელთა შორისაც არის თანამშრომლების პირადი საქმეები, სამუშაოზე აყვანის , დაწინაურების და სამსახურიდან გაშვების კრიტერიუმები, ფორმალური და არაფორმალური საჩივრები სექსუალურ შევიწროებასთან და სხვა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები. ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი The Weinstein Co--დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს.

თავად პროდიუსერის თქმით, მას სხვებისთვის „საკმაო ტკივილი“ აქვს მიყენებული, თუმცა მის მიმართ ბევრ ბრალდებას ვაინშტაინმა „შეგნებული ტყუილი“ უწოდა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ის უპირობოდ უარყოფს ნებისმიერი ბრალდებას თანხმობის გარეშე სექსთან დაკავშირებით“ და იმ ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც ვაინშტაინს შევიწროებაში ადანაშაულებენ, არანაირ ძალადობრივ აქტს ადგილი არ ქონია.

ვაინშტაინის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე წარმოებს დიდ ბრიტანეთსა და ლოს ანჯელესში.

ფილმებს, რომლის წარმოებაშიც ვაინშტაინი იყო ჩართული ოსკარის 300-ზე მეტი ნომინაცია და 81 პრემია აქვთ მოპოვებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42