ლაშა ბუღაძე: წერილი პრეზიდენტს!
საზოგადოება - 16:10, 07 Jul, 2013     11437



"ბატონო პრეზიდენტო, არც კი ვიცი, როგორ მოგმართოთ...

ძალიან მერიდებოდა თქვენთვის ამის მოწერა, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს, კადნიერება უნდა გამოვიჩინო და შველა გთხოვოთ. თქვენს მეტი ვერავინ გაგვიგებს. ეს პრობლემა უშუალოდ მე და ჩემს ოჯახს გვეხება და ამიტომაც გაწუხებთ... მე თქვენი პარტიის წევრი ვარ ფაქტობრივად დღიდან მისი დაარსებისა (თქვენგან მარცხნიდან ოცდამერვე ვარ პრეზენტაციაზე. არსებობს ამის ფოტომასალა), ჩემი მეუღლე და ქალიშვილები კი უკვე წლებია გეთაყვანებიან. მე საკრებულოში ვიბრძვი ჩვენი საერთო იდეალებისთვის და ძალ-ღონეს არ ვიშურებ, წინ წავწიო ჩვენი ქალაქი თუ ჩვენი საზოგადოება... უნდა გვიშველოთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ერთი სიტყვაც კმარა და ეს საქმე მოგვარდება. გიგიც ჩავაყენე საქმის კურსში და გარკვეულ ეტაპზე თითქოს დაგვეხმარა, მაგრამ შედეგი მაინც ვერ იყო მთლად იდელური - მარილის მოყრა აკლდა, ასე ვთქვათ... ვერ წარმოიდგენთ, როგორ მერიდება ამის თქმა, მაგრამ უნდა გავკადნიერდე, უნდა დავძლიო სიმორცხვე და შეწევნა გთხოვოთ... როგორც თქვენმა თანაპარტიელმა, როგორც თქვენი იდეების ქომაგმა, როგორც ერთმა რიგითმა პატრიოტმა, როგორც თქვენმა პრინციპულმა მიმდევარმა... ვიცი, თუკი თქვენ ჩაერევით, ეს საკითხი გადაწყდება (გიგიმ ვერ მიშველა, თუმცა ეცადა). უმორჩილესად გთხოვთ - როგორც თქვენზე უფროსი ასაკით და როგორც თქვენზე უმცროსი მოქალაქეობრივი მწრამსით... ბატონო პრეზიდენტო, ბატონო მიხეილ, გამათხოვებინეთ ჩემი უმცროსი ქალიშვილი!

მთელი საკრებულო ფეხზე ვდგავართ (აკი მოგახსენეთ, გიგიმაც იცის-მეთქი ჩემი პრობლემა), მკვდრები ვყრივართ მე და დედამისი... შარშან, არჩევნებამდე ნამდვილად გვქონდა გარკვეული მოლოდინი - მშვენიერი ახალგაზრდა ყმაწვილი უგზავნიდა ყოველმხრივ გადამოწმებულ მესიჯებს ("ძალიან სიმპათიური ხარ", "როგორი მუსიკა გიყვარს?", "ახალაშენებული ბათუმი თუ მოგეწონა?" და მისთ.), მაგრამ 1 ოქტომბრის მერე თითქოს მიწამ ჩაყლაპა... მოგვიანებით კუკავას პარტიაში მოუკრავთ თვალი. ასე მითხრეს. დაიდება ეს მესიჯები, ყველაფერი დაიდება, მაგრამ ჩვენ რა ამით! ბავშვს დასაწუნი არაფერი აქვს, მაგრამ ხომ იცით, მშობელი მაინც სხვანაირად უყურებს ამ საკითხს... გული მიკვდება, როცა ვუყურებ, როგორ თხოვდება ზოგი ორხელ და სამჯერ და ბავშვი ასე მიზის მომლოდინედ... ამ დროს არაა პატარა. ახლა თუ გაიგო, რომ თქვენ მოგმართავთ ასეთი თხოვნით, მეც მომკლავს და დედამისსაც, მაგრამ ვიცი, თქვენ თუ მოინდომებთ, თქვენეული შემართებით და ნიჭიერებით, ხელად მოვაგვარებთ ხსენებულ პრობლემას... იგივე ადმინისტრაციაში შეიძლებოდა გაკითხვა. გავკადნიერდი და დაცვაშიც მოგინიშნეთ რამდენიმე ახალგაზრდა. ბარნოვიც მომწონს, კარგი ყმაწვილია... მაღალია? არ ჩანს ტელევიზორიდან. ცოტა მოსული უნდა იყოს ტანად. ცოლი თუ ჰყავს? ვეღარ მოვაღწიე ბრიფინგამდე...

გვიშველეთ, ბატონო მიხეილ, ეგებ რამე გაგვიხერხოთ ოქტომბრამდე! ამ ზამთარს ვეღარ გადავიტანთ, შარშან იმედიანად მაინც ვიყავით... გიგი ძალიან ეცადა, მაგრამ არ გამოვიდა (ერიდებოდათ მაგის ბიჭებს თუ რა იყო, არ ვიცი). ვაშაძესაც მივმართეთ და იმან, ვერ დავუკარგავ, რეესტრიდან მოგვიჩინა ძალიან ყურადღებიანი ყმაწვილი, თუმცა... სექსის დონეზე იყო მხოლოდ, რაც ნამდვილად მიუღებელი გახლდათ ჩვენთვის... ბავშვები ხომ არ ვართ. იყო სხვა კანდიდატურაც (არ დავასახელებ, ვინ გვირჩია, თავად მიხვდებით), მაგრამ ფარულ ჩანაწერებში ამოვიცანით მერე... ოღონდ მხოლოდ ზედა ტანით. ქვედა მგონი არ იყო მთლად მისი... ჰყოლია უკვე საყვარელი. ესტრადის სფეროდან...

ახლა მხოლოდ თქვენს იმედად ვართ, ბატონო მიხეილ! მოინდომეთ, თქვენ რომ იცით, ისე... ერთი საათის საქმეა ეგ. უცებ მოინახება ვინმე სათანადო. თორემ გვიტევენ, ბატონო პრეზიდენტო, "ოცნებიდან" გვიტევენ ფაქტობრივად ყოველდღიურად... უკვე მოდის მესიჯები... "რა მუსიკა გიყვარს? ბერას თუ უსმენ?", "უყურე გუშინ საგანელიძეს?" და მისთ. უნდა ნახოთ, რა ხალხი გვყავს მოქსეული... ამ დროს, არ მინდა ეს სისხლის აღრევა ჩვენს ფრაქციაში, არ დამთავრდება კარგად ეს ამბავი... მაგრამ ძნელია გაძლება, ბატონო მიხეილ, გვიჭირს დგომა, ჰორმონები თავისას შვრებიან, ბავშვს ძლივს ვაკავებთ... იმ დღეს გვეუბნება: "ძალიან მომწონს მარგველაშვილის ჰაბიტუსი"! მეთქი, მოვკლავ ახლა ამ არანორმალურს, მაგრამ რა ვქნა, როგორ ვებრძოლო ბუნებას? თან უთქვენოდ! თან არჩევნების მერე! გაგვტეხავენ, ბატონო მიხეილ, თუკი დროულად არ ჩაერევით! კოკი ხომ არ ვარ! წილის გაყიდვას ხომ არ გთხოვთ! წმინდა საქმეზე გაწუხებთ! გედევან ფოფხაძეც მოეწონა იმ დღეს... ვიღუპებით, ბატონო მიხეილ, გვიშველეთ! რატომ უნდა გადაგვიბირონ! რა გვჭირს ამათი გადასაბირებელი!"

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42