ჟერარდ დეპარდიე ჰარვი ვაინშტაინს თვალების დათხრით და მოკვლით ემუქრებოდა
ეს საინტერესოა - 15:32, 23 Oct, 2017     2675
ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ფილმ Unhook the Stars -ზე მუშაობისას კონტრაქტის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა. დეპარდიემ წლების წინ მომხდარი ისტორია ფრანგულ რადიო Franceinfo-ში სტუმრობისას გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის არა მარტო შეხვედრია ვაინშტაინს, რომელიც ამჟამად სექსუალურ სკანდალშია გახვეული, არამედ ერთხელ მის ცემასაც აპირებდა.

„დიახ, მე კარგად ვიცნობ ვაინშტაინს, ერთხელ თმითაც ვითრიე თავის კაბინეტში. იმ დროს მე ნიკ კასავეტისის ფილმის „Unhook the Stars“-ის პროდიუსერი ვიყავი, ფილმი კი Miramax Films-ს უნდა გაევრცელებინა. კონტრაქტის შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ ვაინშტაინი უბრალოდ ჩვენს გაძარცვას გეგმავდა, მე მასთან ოფისში წავედი და კაბინეტში შევედი. ვაინშტეინი შესახვედრად წამოდგა და მითხრა How are you doing ? (როგორ ხარ?), მე ვერაფერი გავიგე, არ ვიცი ინგლისური და არც მიყვარს ეს ენა, სამაგიეროდ ასე თუ ისე მესმის რუსული. მოკლედ, ისეთი განერვიულებული ვიყავი, რომ მაგიდას შემოვუარე, მასთან მივედი და თმაში ხელი ჩავავლე. მე მას ვუთხარი „ჰარვი, შენ თუ რამე ისეთის გაკეთებას აპირებ, ხომ ხედავ ჩემს ორ თითს? აი, ამ თითებით ამოგთხრი თვალებს. თუ ჩვენს შეთანხმებაში რამეს შეცვლი, მოგკლავ“ ის ჩემი ქმედებით გაოცებული იყო, რადგან აშშ-ში ადამიანები ჩვეულებრივ ასე არ იქცევიან, მე ვიცოდი, რომ ეს ადამიანი იმ დროს მსოფლიო კინემატოგრაფიაში უფროსად ითვლებოდა, მაგრამ ეს მე არ მაინტერესებდა“- განაცხადა ჟერარდ დეპარდიემ, ფრანგმა მსახიობმა არ ისურვა კომენტარი გაეკეთებინა ვაინშტაინის ირგვლივ ატეხილ სექსუალურ სკანდალზე. „ამაზე საუბრის სურვილი არ მაქვს“- აღნიშნა დეპარდიემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირას გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები. ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი The Weinstein Co--დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს.

თავად პროდიუსერის თქმით, მას სხვებისთვის „საკმაო ტკივილი“ აქვს მიყენებული, თუმცა მის მიმართ ბევრ ბრალდებას ვაინშტაინმა „შეგნებული ტყუილი“ უწოდა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ის უპირობოდ უარყოფს ნებისმიერი ბრალდებას თანხმობის გარეშე სექსთან დაკავშირებით“ და იმ ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც ვაინშტაინს შევიწროებაში ადანაშაულებენ, არანაირ ძალადობრივ აქტს ადგილი არ ქონია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42