წინანდალში საკოლექციო ვენახის რთველი გაიმართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:46, 23 Oct, 2017     908
კახეთში, სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმის“ საკოლექციო ვენახში, სადაც 400-ზე მეტი ვაზის ჯიშია წარმოდგენილი, რთველი გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ახლაგზარდებმა და უცხოელმა ტურისტებმა მიიღეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, მსგავსი აქტიობები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ხოლო ქართული ღვინის მრავალფეროვნება მის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.

„საკოლექციო ნაკვეთები, სადაც ხაზს ვუსვამთ ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა ადგილზე გაეცნონ ქართული ვაზის ჯიშებს, ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს და ქართული მეღვინეობის კულტურასა და ისტორიას. ეს რთველი, რომელსაც უამრავი უცხოელი დაესწრო, არის მნიშვნელოვანი გზავნილი ქართული მეღვინეობის შესახებ, რომ ჩვენ მართლაც გვაქვს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და გამორჩეული ტრადიცია“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კომპანია ‘შუმის“ დირქტორის, აკაკი ცოფურაშვილის ინფორმაციით, საკოლექციო ვენახის გაშენება 2004 წლიდან დაიწყო და მასში წარმოდგენილია ვაზის 400-ზე მეტი სხვადასხვა ჯიში საქართველოს ყველა კუთხიდან.

„წარმოდგენილი ვაზის ჯიშები იძლევა საშუალებას ჩვენს სტუმრებს მივაწოდოთ ინფორმაცია ქართული მევენახეობის განვითარების მრავალათასწლოვანი ისტორიის შესახებ. ვაზის ჯიშების მოძიება დავიწყეთ კახეთში, შემდეგ ქართლში და დასავლეთ საქართველოში - აჭარაში, რაჭაში, გურიაში. ახლახან აქ მესხური ტერასაც მოეწყო, სადაც გაშენდა მესხური ვაზის ჯიშები. ეს პროცესი დასრულებული არ არის და იმედი გავქვს, რომ საკოლექციო ნაკვეთი კიდევ შეივსება“ - აღნიშნა აკაკი ცოფურაშვილმა.

ყურძნის კრეფის დასრულების შემდეგ, უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტური ქართული ღვინის კულტურის, სამზარეულოსა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ, რაც მოიცავდა თონეში პურის ცხობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ქვევრის გახსნას და კომპანიის მუზეუმის დათვალიერებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42