გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დალიეთ ყავა აუცილებლად წყალთან ერთად - ის, რაც აქამდე არ იცოდით
ეს საინტერესოა - 12:40, 23 Oct, 2017     10118

გარკვეულ კაფეებში კლიენტთაც ჭიქა ყავასთან ერთად წყალიც მიაქვთ, ეს უძველესი ტრადიციაა, რომელსაც პრაქტიკული დატვირთვა აქვს: ისეთი სასმელი, როგორიც ყავაა, აუცილებელია დალიოთ წყალთან ერთად - და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გემო უკეთ გაიხსნას.

ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ლატე - სასმელები კოფეინის გამოყენებით მზადდება, რომელსაც მრავალი დატვირთვა აქვს. თუმცა, ადამიანის ნერვულ სისტემაზე სხვადასხვა ტიპის ყავა, სხვადასხვანაირად მოქმედებს.

კოფეინს მატონიზირებელი ფუნქცია რომ აქვს, ეს სიახლე არავისთვის არ არის. თუმცა ყავა ასევე შეიცავს - თეობრომინს.

ხსნადი ყავის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე მხოლოდ კოფეინთან გვაქვს, ხოლო უხსნადის შემთხვევაში ორ ალკალოიდთან - კოფეინი და თეობრომინი.

როდესაც მივირთმევთ ყავას, ეს ორი ალკალოიდი ორგანიზმში ერთდროულად ხვდება - მოქმედებას კი რიგ-რიგობით იწყებენ. თავიდან მუშაობას იწყებს კოფეინი - სწორედ მისი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ყავა „გაფხიზლებთ“. დაახლოებით 25 წუთის შემდეგ კი მოქმედება თეობრომინი იწყებს.

აი როგორ მოქმედებს ყველაფერი: კოფეინი მთელს ორგანიზმში ავიწროვებს სისხლძარღვებს გარდა თირკმელებისა, თუმცა ესპრესოს მირთმევის შემდეგ სისხლძარღვები ფართოვდება, რეზულტატი - წნევის მომატება და შარდის ხშირი გამოყოფა, უკანასკნელი სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უკავშირდება თირკმელებში.

თუმცა, ნახევარი საათის შემდეგ შესაძლოა ძილი მოგერიოთ, ამ შემთხვევაში შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ თირკმელებთან მიმართებით. ეს თეობრომინის „დამსახურებაა“: ზეწოლა ყველა ორგანოზე იზრდება, თირკმელებზე კი პირიქით - მცირდება.

იმისათვის, რომ სისხლის მიმოქცევის დარღვევას თირკმელებში ხელი შევუშალოთ, საჭიროა ყავის მოსმის შემდეგ, მას წყალი დავაყოლოთ.

ხსნადი ყავის შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით საინტერესოა: ხსნად ყავებში კოფეინის შემცველობა 10%-ს არ აღემატება, თეობრომინის კი გაცილებით დიდი რაოდენობითაა, სწორედ ამიტომ ხსნადი ყავის ეფექტი სხვანაირია.

ხსნადი ყავა არც თუ ისე უწყობს ხელს გამოფხიზლებას, სამაგიეროდ ასეთი სასმელი ძილის სურვილს განსაკუთრებით გამოყოფს. ასე რომ, თუ რომელიმე თქვენი ნაცნობი გეუბნებათ, რომ მას ყავა არ აფხიზლებს, არამედ პირიქით, ძილს გვრის, არ გაგიკვირდეთ, ეს შესაძლოა სრული სიმართლე იყოს.

სწორედ ამიტომ, კარგი იქნება ხსნად ყავასაც წყალთან ერთად თუ მიირთმევთ - რათა მისი დალევის შემდეგ ძილი არ მოგერიოთ და თეობრომინის ეფექტი განეიტრალდეს. რაც შეეხება გამოსაფხიზლებლად ყავის მირთმევას - ამ შემთხვევაში ძლიერი შავი ჩაი მიირთვით, სხვა დანარჩენს კი მოერიდეთ, კოფეინი მასში დიდი რაოდენობითაა, თეობრომინს კი თითქმის საერთოდ არ შეიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42