ბიზნესდაჯილდოება 2017-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:08, 21 Oct, 2017     1450
თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017“-ის ფინალისტები უკვე ცნობილია. ჟიურიმ 6 ნომინაციაში სამ-სამი ფინალისტი გამოავლინა:

წლის ინოვაციური ბიზნესი - My GPS, ფინა, Inebe.ge;

წლის მცირე ბიზნესი - დასტა, ნატა ბუაჩიძის სტუდია, Alter Socks;

წლის ტურისტული ბიზნესი - სათავგადასავლო კლუბი ჯომარდი, სასტუმრო კაბადონი, Husky Park;

წლის აგრო ბიზნესი - შპს ნიბა 2008, შპს ბლუბერი, შპს ქართული თევზი;

წლის ქართული პროდუქტი - გეფერინი, კულა, სავანეთი;

წლის ბიზნესი - ჰერბია, დიო, აიბი მთიები;

მეშვიდე ნომინაციაში, წლის სტარტაპერი, ხმის მიცემა რამდენიმე კვირაში ბიზნესდაჯილდოების ვებგვერდზე დაიწყება. საყოველთაო ხმის მიცემაში მონაწილეობას მიიღებს ყველა კომპანია, რომელიც ამ ნომინაციაში დარეგიტრირდა - სულ 233 სტარტაპერი.

რაც შეეხება პროექტს, ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეორედ ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს 661 კომპანია. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება, ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ. პროექტის გამარჯვებულებს ჟიური დეკემბერში, ფინალურ ღონისძიებაზე გამოავლენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42