„საპარტნიორო ფონდს“ მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის Frank Group-ის დელეგაცია ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:50, 21 Oct, 2017     1092
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ფონდში ისრაელის კომპანია Frank Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ეიად ფრანკი მიიღო.

Frank Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეიად ფრანკმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვენის მნიშვნელობას. აქცენტი გააკეთა საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის არსებობაზე და განაცხადა, რომ წარმოების განვითარებისთვის საქართველოში საუკეთესო პიპრობებია.

შეხვედრაზე კომპანია Frank Group-ის დელეგაციის წევრებმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს საკუთარი საქმიანობისა და მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა Frank-Group-ის წარმომადგენლებს ფონდის სტრატეგია, მანდატი და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ფონდში გამართულ შხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და ქვეყანაში ერთობლივი პროექტების განხორცილების შესაძლებლობები განიხილეს. ისრაელის კომპანია საქართველოს ინდუსტრიისა და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით ინტერესდება და ქვეყანაში Frank Group-ის წარმოების დაწყებას გეგმავს.

ისრაელის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, მთავრობის სხვა წევრებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართა.

Frank Group-ის შესახებ:

Frank Group-ი 200-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ჰოლდინგია. ისრაელის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი ძირითად საქმიანობას წარმოების, უძრავი ქონების, ტურიზმის, მაღალი ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროში ახორციელებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42