აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა (CIA) ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ მეძებარი ძაღლი სახელად "ლულუ" სამსახურიდან დაითხოვეს. ძაღლის დათხოვნის მიზეზი მის მიერ დაკისრებული მოვალეობისადმი - ასაფეთქებელი ნივთიერების პოვნა, ინტერესის დაკარგვა გახდა.
"ძალიან ვწუხვართ განვაცხადოთ, რომ სპეციალური ვარჯიშის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ლულუმ ინტერესი დაკარგა ფეთქებადსაშიში ნივთიერებების აღმოჩენისადმი," - წერს სააგენტოს გვერდი.
ლულუმ რამდენიმე კვირის განმავლობაში წვრთნების სპეციალური კურსი გაიარა და საკმაოდ წარმატებულიც იყო, თუმცა, მოულოდნელად, ყოველგვარი ინტერესი დაკარგა ასაფეთქებელი ნივთიერებების ძენისადმი.

ლულუს მწვრთნელები სხვადასხვა ხერხით, მათ შორის თამაშისა და საჭმლის მეშვეობით ცდილობდნენ ძაღლი დაეყოლიებინათ და მისთვის ინტერესი გაეღვივებინათ, თუმცა ამაოდ.
СIA ტვიტერის გვერდი მწუხარებას გამოთქვამს, რომ იძულებული გახდა ძალი სამსახურიდან გაეშვა. ლულუ თავისთან მისმა მწვრთნელმა გადაიყვანა. მსგავსი პრაქტიკა სადაზვერვო სამსახურში ფართოდ არის დანერგილი - სამსახურიდან დათხოვნილ, ან პენსიაზე გასული მეძებარი ძაღლები, როგორც წესი სააგენტოს თანამშრომლებს მიჰყავთ ხოლმე თავისთან.
მასალის გამოყენების პირობები






