ორი წლის იოზეფ დუდეკი კომოდმა იმსხვერპლა. ცვილის მშობლებმა ბავშვის ოთახიშთვის კომპანია „იკეას“ წარმოების კომოდი შეიძინეს. უბედური შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მშობლებმა ბავშვი მის ოთახში დასაძინებლად დააწვინეს. იოზეფი უკვე მერვე ბავშვია, რომელიც მსგავსი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა და თითოეული შემთხვევა „იკეას“ წარმოების კომოდს უკავშირდება. თუმცა, იოზეფის შემთხვევა არის პირველი, რომელზეც შეიძლება მტკიცებით ითქვას, რომ სწორედ „იკეას“ კომოდის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
„იკეამ“ ამ მოდელის კომოდების ბაზრიდან ამოღება შემთხვევამდე გარკვეული დროით ადრე დაიწყო.
ტრაგედია გასულ წელს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი.
როგორც ცნობილია, ბავშვი ოთახში მარტო იყო როცა უბედური შემთხვევა მოხდა და იგი კომოდის ქვეშ იპოვეს.
მასალის გამოყენების პირობები






