“Welcome to Georgia!“- ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებასა და საქართველოს ბანკს შორის მეორე წელია პარტნიორობა გრძელდება
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:54, 20 Oct, 2017     1199

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ, რუსთაველის თეატრში, დეკემბრის დასაწყისში გაიმართება და ტრადიციულად, 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოავლენს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წლის საუკეთესო კომპანიებს.

საქართველოს ბანკი მეორე წელია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური პარტნიორია. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესის მოტივირება იყო, რისთვისაც შეიქმნა ნომინაცია - „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“. 2016 წელს ტურიზმის ინდუსტრიის მცირე და საშუალო სეგმენტში ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის სტატუსი სასტუმრო „კონტინეტ კრონ პალას თბილის“-მა მიიღო. წელს კი ამ ჯილდოს მოსაპოვებლად 20 ნომინანტია რეგისტრირებულია, ტურიზმისა და მასპინძლობის სხვადასხვა სექტორიდან; როგორც გამოცდილი და ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიები, ასევე სტარტაპები და ახალი კრეატიული პროექტები.

გარდა ზემოთ აღნიშნული ნომინაციისა, 2017 წლის დაჯილდოებისთვის, ბიზნესში ქალების როლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი განსაკუთრებული ნომინაცია სპეციალურად ქალბატონებისთვის, რომლის მიზანიც ამ დარგში მომუშავე ქალების მოტივირება, მათი წარმატებული საქმიანობის აღიარება, დაფასება და წახალისებაა. ნომინაციამ „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“ დიდი ინტერესი გამოიწვია ქალბატონების მხრიდან, და ვინ მოიპოვებს ტურიზმის ინდუსტრიაში 2017 წლის საუკეთესო ქალი მეწარმის ჯილდოს 24 წარმატებულ ქალბატონს შორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, დეკემბერში გახდება ცნობილი.

2017 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტში სულ მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის 270 წარმომადგენელი, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურ ოპერატორები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები, კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვები... თითოეული მათგანი ინდივიდუალურად შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა და პროფესიონალურმა ჟიურიმ. ამ ეტაპზე კი დაჯილდობის დამოუკიდებელი აუდიტორი ბიდიო საქართველო ახდენს ჟიურის შეფასების დათვლას თითოეული ნომინანტისთვის, რის შედეგადაც გამოავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონია 2015 წლიდან ტარდება საქარველოში და იგი საუკეთესო საშუალებაა ერთად შეიკრიბოს სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, რათა ერთად აღნიშნონ ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მომუშავე კომპანიების ღირსეული წარმატება.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42