საქართველოს ბანკის დაფინანსებით “ჯი-თი ჯგუფმა“ თბილისში FORD Cargo Service Center - ი ცენტრი გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:58, 20 Oct, 2017     1233
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა თბილისში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრის გახსნის შესახებ. აღნიშნული ცენტრი ბანკმა 4 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსით დააფინანსა. პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის პროგრამის (DCFTA) ფარგლებში.

დაფინანსების შედეგად “ჯი-თი გრუპის“ მიერ თბილისში აშენდა ფორდის სატვირთო ავტომობილების სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავტომობილო ცენტრი. „ჯითი გრუპი“ საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს და მოიცავს შემდეგ ბიზნეს მიმართულებებს: სატვირთო, მუნიციპალური, სპეციალური, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეალიზაცია და სერვისი, სათადარიგო ნაწილების, საავტომობილო და ინდუსტრიული ზეთების რეალიზაცია. „ჯითი გრუპი“ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია, საავტომობილო და მძიმე ტექნიკის ისეთი ბრენდების როგორიც არის: Ford Trucks, New Holland, IVECO, ISUZU, KUHN, Castrol და სხვა საერთაშორისო ბრენდები.

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების დაფინანსება. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას სწორედ დაფინანსების კუთხით, რადგან მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ბიზნესს წვდომა აქვს დაფინანსებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას კიდევ უფრო გაფართოვდეს, შექმნას მეტი პროდუქტი და გაზარდოს სამუშაო ადგილები, ყოველივე ეს კი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამის ნათელი მაგალითია “ჯი-თი ჯგუფის“ მიერ აშენებული სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი FORD Cargo Service Center, მინდა მივულოცო მათ ეს წარმატება“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, კორპორატიული მიმართულებით, ვასილ ხოდელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42