„Imereti Greenery“-ის GlobalGAP-ის სერთიფიკატი მიენიჭა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:46, 20 Oct, 2017     917
ქართულმა კომპანია შპს „Imereti Greenery“-მ საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის, GlobalGAP-ის სერთიფიცირება გაიარა.

GlobalGAP-ის სერთიფიკატი კომპანიის აღიარებას გულისხმობს უმაღლესი ხარისხის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მიმართულებით.

სერთიფიკატის გადაცემის ღონისძიებას ნიდერლანდების ელჩი საქართველოში ჯოს დოუმა და კარფურის გენერალური დირექტორი ფილიპ პეგილანი დაესწრნენ.

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში და კარფურის გენერალურმა დირექტორმა ღონისძიებაზე ხაზი გაუსვეს უსაფრთხო პროდუქტის და მდგრადი წარმოების მნიშვნელობას.

„საქართველომ ხელი მოაწერა ორმხრივ ხელშეკრულებას ევროსაბჭოს ქვეყნებში ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ, რაც თავის მხრივ ქმნის ვალდებულებას, რომ წარმოებული პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროსაბჭოს კვების პროდუქტების უსაფრთხოების სტანდარტებს. ქართველმა მიმწოდებლებმა მხოლოდ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი უნდა მიაწოდონ მომხმარებლებს“, -აღნიშნა ჯოს დოუმამ.

„მშენებარე ქართული, თანამედროვე სათბურები - მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაბამისობა ევრო სტანდარტებთან -კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „Imereti Greenery“-ის გენერალურმა დირექტორმა დირკ ალევენმა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი მომხმარებელი მეტად კრიტიკულია გემოს და ხარისხის მიმართ. ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ჯანსაღია, გემრიელი და არ შეიცავს არანაირ საშიშ პესტიციდებს. ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დასტურდება GlobalGAP სერთიფიცირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ინდუსტრიის სხვა კომპანიებს დაიცვან იგივე ევრო-სტანდარტები“, - განაცხადა დირკ ალევენმა.

ქართული კომპანია „Imereti Greenery ქართულ-ჰოლანდიური საწარმოა, რომლის სათბური აგებულია ჰიდროფონურ სისტემაზე. ეს თანამედროვე მეთოდი მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სამტრედიაში 2 ჰექტარზე გაშენებულ სასათბურე მეურნეობაში ქართული ბოსტნეული ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მოჰყავთ.

კომპანია დაფუძნებულია Georgian Fresh Holding B.V. ის მიერ (53.7%), რომლის მესაკუთრეები არიან: FoodVentures B.V, მ. ხაზარაძე, ბ. ჯაფარიძე, ბ. მეიერი და ლ. ბაღდავაძე 46.3%-ის მფლობელია სს საპარტნიორო ფონდი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42