დასაწყისშივე გავხსნათ კარტები: გადასაღებ მოედანზე მსახიობებს არასოდეს აქვთ ნამდვილი სექსი. თუკი, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული ჟანრი არაა, მაგრამ ამჯერად სხვა რამესთან გვაქვს საქმე. კინომატოგრაფები ამბობენ, რომ სექსის სცენების გადაღება, არცუ იოლია, ის თავისი განსაკუთებულობითა და სირთულეებით შეიძლება სახიფათო ილეთების სცენარსაც შევადაროთ.
შიშველი სხეულით კამერის წინ პოზირება და უცხო ადამიანთან ჩახუტება, არც თუ ისე მარტივია მსახიობთა უმეტესობისთვის. სექსის სცენები შეიძლება ითქვას, რომ ერთგავირ სტრესიცაა. ამ უხერხულობას ისინი სხვადასხვა ხერხებით ებრძვიან, მათ შორის ალკოჰოლითაც.


განსაკუთრებულად პიკანტური კადრების გადაღებისას გადამღები ჯგუფი, როგორც წესი, კართან დგას და კარნახობს - ამას „დახურული მოედანი“ ეწოდება. ხშირად რეჟისორი მხოლოდ ერთი ოპერატორით შემოიფარგლება. სტენლი კუბრიკმა კი საერთოდაც მარტომ გადაიღო ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ინტიმური სცენა ფილმში „ფართოდ გახელილი თვალები“.





მასალის გამოყენების პირობები






