საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დღეს სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გაიმართება
საზოგადოება - 10:35, 06 Jul, 2013     462

შეხვედრა საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიის წევრების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13:00 საათზეა გაიმართება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი განხილვა გუშინ ჯერ ჟურნალისტებთან, შემდეგ კი არასამთავრობო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრები თბილისის გარდა გაიმართება ქუთაისში (11 ივლისი), ბათუმში (13 ივლისი), თელავში (16 ივლისი), რუსთავში (16 ივლისი), გორში (18 ივლისი), ახალციხეში (18 ივლისი) და ოზურგეთში (25 ივლისი).

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.


ივნისში, პარლამენტში ინიცირებულ იქნა სამი საკონსტიტუციო პროექტი. ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლება ეძლევათ. კერძოდ, პროექტის თანახმად, კონსტიტუციიდან ის მუხლი ამოდის, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.


მეორე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლს ეხება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევას გეგმავს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის მიერ კანონპროექტის მიღება მთავრობის ნდობის საკითხს "მიაბას". აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის, პარლამენტში ინიცირებული პროექტი კი, კონსტიტუციიდან მის ამოღებას ითვალისწინებს.


ამავე პროექტის გათვალისწინებით, კონსტიტუციაში რჩება პრეზიდენტის ვალდებულება, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის ხუთი წევრით განახლების შემთხვევაში, პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ის ნორმაა, რომელიც ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციაში აღარ იარსებებდა.


ამავე ცვლილების გათვალისწინებით, მმართველი უმრავლესობა გამოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინიციატივით, რომლის თანახმად, თუ პარლამენტი ბიუჯეტს დროულად - ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში ვერ მიიღებს, ეს უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად ჩაითვლება, ხოლო თუ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ახალ მთავრობას ვერ შექმნის, პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.


ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავს იზღვევს და კონსტიტუციაში ცვლილებები ამ მიმართულებითაც შეაქვს. კერძოდ, დღეს კონსტიტუცია ამბობს, რომ 2010 წელს მიღებული კონსტიტუციური ნორმები 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. ინიცირებული საკონსტიტუციო პროექტით, კონსტიტუციის შესაბამისი მუხლებიდან სიტყვები "მორიგი" და "ოქტომბერი" ამოდის და ჩნდება ჩანაწერი "2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან". ეს კი იმას ნიშნავს, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ძალაში შესვლას ხელს ვერ შეუშლის.


რაც შეეხება მესამე საკონსტიტიციო ცვლილებების პროექტს, ის კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს ეხება. მმართველი უმრავლესობა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის 3/4-იან კვორუმს აუქმებს, რომლის შესაბამისი მუხლიც ასევე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო.


საყოველთაო-საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. უმრავლესობის წარმომადგენლების ვარაუდით, ცვლილებებს სექტემბრის დასაწყისში მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ მმართველ კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და ამ საქმეში მათ უმცირესობის მხარდაჭერა დასჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42