მცხეთაში ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:21, 19 Oct, 2017     1148
მცხეთაში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო - შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაიხსნა.

საწარმოს შექმნისთვის ჯამურად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 700 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 250 000 აშშ დოლარია, ხოლო 500 000 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

კომპანია წელიწადში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება. საწარმოში 58 ადამიანია დასაქმებული.

საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში მორიგი ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, დანერგილი აქვს FSSC 22000. ეს არის გადამამუშავებელი ინდუსტრიის გაგრძელებისთვის სახელმწიფო პროექტის ძალიან ნათელი შედეგი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისგან მიიღებს ხილს, პირველადი წარმოების სხვადასხვა პროდუქტს და მისგან უმაღლესი ხარისხის ჩირის წარმოებას მოახდენს. ვფიქრობ, ღირებულებათა ჯაჭვში ასეთი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებს და სტიმულია ფერმერული წარმოების კიდევ უფრო გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ ხარისხის კონტროლის მენეჯერმა, ოთარ ლომიძემ აღნიშნა, გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა. სამომავლოდ კი, შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ გაფართოებას და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, ეს რიგით მე-9 ახალი საწარმოა, რომელიც რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს დახმარებით გაიხსნა. ამავე სააგენტოს დახმარებით გადაიარაღდა და გაფართოვდა კიდევ ცხრა საწარმო. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის საწარმოების გახსნა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას უწყობს ხელს.

ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორთან, ლევან ზაუტაშვილთან ერთად, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42