ისტორია ნამდვილ სიყვარულზე - ენერგეტიკული სასმელების გამო ჯოჯოხეთად ქცეული სიცოცხლე და ერთგულების ძალა (ფოტო)
ეს საინტერესოა - 17:02, 18 Oct, 2017     13749

ბევრი ჩვენგანისთვის ენერგეტიკული სასმელი ერტადერთი გზა არის იმისათვის, რომ დღის განმავლობაში ფხიზლად ვგრძნობდეთ თავს - რთულია იმის მტკიცება, ეს ნამდვილად „მუშაობს“ თუ თვითშტაგონების საკითხია. მიმდინარე წელს მსოფლიო მედია მოიცვა ამბავმა იმის შესახებ, რომ თინეიჯერი კოფეინისა და ენერგეტიკული სასმელის ზედოზირების გამო გარდაიცვალა, ვფიქრობთ თუ არა იმაზე, თუ როგორ ვნებს ჩვენს ორგანიზმს კოფეინი და შაქარი?

ახლა კი მოგიყვებით ოსტინზე, რომელიც საკმაოდ ირბლიანი აღმჩნდა, რადგან ენერგეტიკული სასმელით მიყენებული უსაშინლესი ზიანის შემდეგ მისი გადარჩენა მოხერხდა. თუმცა, ოსტინი ფიზიკურად სამუდამოდ შეიცვალა.

ოსტინის მეუღლე ბრიაიანა მისი მეორე ნახევრის ისტორიას Facebook-მომხმარებლებს უზიარებს. ამასთანავე, საკრამენტოელმა ფოტოგრაფმა სარა ენდრესმა ოსტინისა და ბრიანის ისტორია, ფოტოებზე ასახა.

ბრიანი ამბობს, რომ მის ქმარს ენერგეტიკული სასმელის რეგულარულად მიღება კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ამ ყოველივემ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

„გამარჯობათ, მე ბრიანი ვარ და ეს არის ჩემი ისტორია...

სიყვარული პატარა რამ არ არის. ეს არ არის სატელეფონო ზარები, პაემნები და არც მოგონებები. სიყვარული ნიშნავს თანგაწირვას, სიყვარული თავდადებაა.

გიგრძვნიათ ოდესმე ტქვენი ცხოვრების რყევა? როდესაც ხელ-ფეხი შეკრული და რამდენიმე წამით ვერაფრის გაკეთებას ახერხებ? შენ ვალდებული ხარ იმოძრაო, ვალდებული ხარ იფიქრო, ვალდებული ხარ რეაქცია გქონდეს. მე ეს ყველაფერი მიგრძვნია. მე გამოვცადე ის, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი… ეს კი მაშინ როდესაც პირველ შვილზე ცხრა თვის ორსული ვიყავი.

ოსტინი და მე მოუთმენლად ველოდით ჩვენს პატარა ბიჭს, როდის მოვიყვანდით შინ, როდის ვიქნებოდით ოჯახი“, - წერეს ბრიანი.

ოსტინს ჩვევად ექცა რთული სამუშაო ენერგეტიკული სასმელების დახმარებით შეესრულებინა დღის განმავლობაში, თუმცა არც კი უფიქრია თუ რა ფასის გადახდა მოუწევდა.

„არც კი წარმომედგინა იმ რამით, დასაძინებლად რომ დავწვებოდი, რამდენიმე საათში ჩემი ცხოვრება სამუდამოდ რომ შეიცვლებოდა.

ისევე მძაფრად მახსოვს როგორ გამაღვიძა დედამთილმა იმ დილით „ოსტინს რაღაც შეემთხვა“ -მითხრა მან.

რაც ვიცოდი იყო ის, რომ ჩემი ქმარი საავადმყოფოში მოათავსეთ, ყველაზე ცუდი ნაწილი? არ ვიცოდი რატომ.

სასტუმრომდე ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ გავიგე, რომ ჩემი შვილის მამას, ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ინსულტი მოუვიდა. რატომ? ექიმმა განაცხადა, რომ ეს ენერგეტიკული სასმელებით იყო გამოწვეული.

ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი აღმოჩნდა... ლოდინის სასტიკი 5 საათის შემდეგ, შევძელით მისი ნახვა. მაგრამ სანამ ყველა გაკვირვებით ათვალიერებდა მის შეცვლილ სახეს, მე ფოკუსირებული ვიყავი ჩემი ქმრის მშობლებზე, ვხედავდი როგორ ტოვებდა დედამისის თვალებს სინათლე, როცა საკუთარ უემოციო შვილს უყურებდა, რომელიც საავადმყოფოს ლოგინზე გაუნძრევლად იწვა. ვხედავდი ატირებულ მამას.

მათ არ იცოდნენ, ცხოვრება რომელიც მათ ერთად შექმნეს, გაიღვიძებდა თუ არა.

ვუყურებდი ამ ოჯახს - ჩემს ახალ ოჯახს, რომლის ნაწილიც გავხდი, როგორ შეირყა და დაინგრა... ეს არის ჩემი ცხოვრების უსასტიკესი შეგრძნება, რაც კი ოდესმე განმიცდია“.

ერთმა ტრაგიკულმა ინსულტმა და უამრავმა ოპერაციებმა, ოსტინის თავის ქალი სერიოზულად დააზიანა, ამ ზიანის ხილვა ტანდართულ ფოტომასალაზეა შესაძლებელი. ბრიანმა კი იმშობიარა და მათი პირველი ვაჟი დაიბადა.

„მეორე დღეს თავზე მეორე ოპერაცია გაუკეთდა. იყო მომენტი, როცა მის საწოლთან ვიჯექი და ვლოცულობდი, რათა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, თან ვფიქრობდი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრება, მე მას არასდროს დავტოვებდი. ორკვირიანი ლოდისნის შემდეგ, გაურკვევლობის შემდეგ, გაიღვიძებდა ოსტინი თუ არა, ვიმშობიარე.

არ ვაპირებ არავის მოტყუებას. ეს ისეთი რთული იყო. ვგეგმავდი, რომ ოსტინი ამ დიდებული მოვლენის ნაწილი უნდა ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით. უნდა ჭეროდა ჩემი ხელი.

მაგრამ მშვენიერი სასწაული მოხდა, ვაჟი შემეძინა. ოსტინმა კი გაიღვიძა. ერთი კვირა ვერ ვნახე, მაგრამ ერთი წამიც არ ყოფილა, მასზე რომ არ მეფიქრა. ვტიროდი, როცა ვუყურებდი ჩემს შვილს, ის მამას ისე ჰგავდა...

როდესაც ბავშვი მხოლოდ ერთი კვირის იყო, ის ოსტინის მშობლებთან დავტოვე.

ვიცოდი, რომ ოსტინის ნახვა მჭირდებოდა. უნდა მეთქვა, რომ ის მამა გახდა. უნდა მეთქვა თუ რა ძლიერად გვჭირდებოდა ის“, - წერს ბიანი.

ოსტინმა გაიღვიძა და მის ვაჟს ორი თვის შემდეგ შეხვდა.

„ჩვენ გადავრჩით და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს ოსტინის მეუღლე.

ბრიანა უვლის საკუთარ ვაჟს და ასევე საკუთარ მეუღლეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აღნიშნული შემთხვევის შემდეგ დარჩა.

„ვიღვიძებ ყოველ დილას და ვეხმარები ჩემს შვილსა და ქმარ, ვამზადებ საჭმეს, ოსტინს ვუტარებ ფიზიოთერაპიას, ვეხმარები პირად ჰიგიენაში, ვეხმარები გადაადგილებაში, ვეხმარები მისი ცხოვრების თითოეული ასპეკტის შესრულებაში. ეს რთულია, ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრებაა“, - ამბობს ბრაიანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42