ვერძი- წარბები
ეს თქვენი სახის განსაკუთრებულად შესამჩნევი დეტალია. თქვენ ოსტატურად შეგიძლიათ წარბები ისე გამოიყენოთ, რომ მათ თქვენი ემოციები უსიტყვოდ გამოხატონ.

კურო - ტუჩები
თქვენი ტუჩები შეუძლებელია ვინმეს ყურადღების მიღმა დარჩეს.
ტყუპი - სახე
თქვენ სახის მშვენიერი ფერი და ჯანსაღი კანი გაქვთ, სწორედ ამიტომ თქვენი მომხიბვლელობა შეუმჩნეველი არასოდეს რჩება

კირჩხიბი - მუცელი
მიუხედავად იმისა, რომ გემრიელი კერძები გიყვართ, თქვენი სხეული მაინც მშვენიერია.

ლომი - თმა
თქვენ ისეთი სახის ფორმა გაქვთ, რომ ნებისმიერი ვარცხნილობა გიხდებათ, თქვენი კოზირიც სწორედ თქვენი თმებია.

ქალწული - კანი
თქვენ შესანიშნავი კანი გაქვთ. ის გლუვია, ნაზი და ჯანსაღი

სასწორი - დუნდულები
მიუხედავად იმისა მისდევთ თუ არა სპორტს თქვენი საჯდომი მაინც მომხიბვლელად გამოიყურება.

მორიელი - ინტიმური ადგილები
თქვენ მოსიარულე აფროდიზიაკი ხართ.

მშვილდოსანი- ზურგი და მხრები
სწორი და გლუვი ზურგი, თანაბარი მხრები. თქვენი სხეულის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილი სწორედ ესაა.

თხის რქა - ფეხები
თქვენი მთავარი კოზირი ფეხებია, თქვენი სწორი და მოხდენილი ფეხები ყურადღების მიღმა არავის რჩება.

მერწყული - ტერფები
არსებობენ ადამიანები რომლებიც ტერფებზე აფანატებენ, სწორედ ასეთი ადამიანები უნდა შეხვდნენ მერწყულს. თქვენი ძალიან მომხიბვლელი ტერფები და ფეხის ლამაზი თითები გაქვთ.

თევზები - თვალები
თქვენი თვალები ნამდვილად თქვენი სულის სარკეა და თქვენ ამ „იარაღის“ წარმატებით გამოყენება შეგიძლიათ.

მასალის გამოყენების პირობები






