საქართველოს ბანკმა და ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:14, 18 Oct, 2017     1658

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ბანკის კლიენტებისთვის ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ბანკის კლიენტები - მცირე და საშუალო და კორპორატიული ბიზნესიდან. ღონისძიების მიზანი მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გახლდათ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კლიენტები მუდმივად საქმის კურსში იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები, ასევე მნიშვნელოვანია ის საკანონმდებლო ცვლილებები რომელიც ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მოხდა. ჩვენ როგორც პარტნიორ ბანკს დიდი გამოცდილება გვაქვს ამ სფეროში მუშაობის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება ჩვენს კლიენტებს გავუზიაროთ, მათი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარების და გაზრდის მიზნით. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული ღონისძიება“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ევროდირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით 2016 წელს ამოქმედდა საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“. აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით: ფინანსური და არაფინანსური ანგარიშგების წარდგენისა და გასაჯაროების სისტემების, აუდიტის და პროფესიული განათლების სფეროების რეგულირება/ზედამხედველობა.

,,რეფორმის მიზანია, საქართველოში კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, ამის შედეგად კი კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რაც მიიღწევა საზედამხედველო და საანგარიშგებო სფეროში ევროკავშირის თუ მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარებითა და დანერგვის გზით. რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასა და მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციებისა და სასესხო რესურსების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე.” - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს ბუღლატრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, იური დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42