ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც შემოდგომაზე დიდი სიყვარული ელის
ეს საინტერესოა - 10:15, 18 Oct, 2017     18403
ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ პლანეტების განლაგების მიხედვით იცვლება მოვლენები როგორც მსოფლიო მასშტაბით ისე ადამიანთა ცხოვრებაში. ასე და ამგვარად, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვისაც არსებობს პერიოდები, როცა მათ სიყვარულში განსაკუთრებით უმართლებთ. ამ ეტაპზე პლანეტების საინტერესო გადაადგილებები ფიქსირდება ცაზე, რაც ასტროლოგებს იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ ვთქვათ - ზოდიაქოს სამ კონკრეტულ ნიშანს, ამ შემოდგომაზე დიდი სიყვარული ელის...

მორიელი - ოქტომბრის შუა პერიოდიდან მოყოლებული, მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი შევიდა ძალაში. თუმცა, უკვე ნოემბრიდან მორიელებს განსაკუთრებული სიურპრიზები ელით სასიყვარულო-პარტნიორული კავშირების კუთხით. საქმე იმაშია, რომ ზუსტად ამ შემოდგომაზე სიყვარულისა და წარმატების ორი პლანეტა მოიყრის თავს მორიელის ნიშანში, რაც შესაბამისად, უდიდეს გამართლებასა და ფეივერკებს ჰპირდება მორიელებს პირად ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს რომანი უცხოელთან, მოგზაურობისას დაწყებული ლავ-სთორი ან პარტნიორი, რომელიც გაცილებით უფრო წარმატებული ან ფინანსურად უზრუნველყოფილია თქვენზე.

სასწორი - სასწორის ზოდიაქოს ნიშანი პარტნიორობისა და ქორწინების თემას "განკარგავს" ისეც. თუმცა, ამ შემოდგომაზე ზუსტად ამ ნიშანში ორი "გენდერული" პლანეტა - ვენერა და მარსი მოიყრის თავს. რაც თავის მხრივ ბევრი სასწორის ცხოვრებაში მოიტანს გასაოცარ სასიყვარულო ამბებს. შესაძლებელია თქვენი რომანი "ერთი ნახვით" სიყვარულის სცენარითაც დაიწყოს და განვითარდეს. არ არის გამორიცხული ვინმეს ისეთი შეგხვდეთ, ვინც წამის მეასედში დაგახვევთ თავბრუს. თქვენი ინტერესის ობიექტი შესაძლოა კარგად ცეკვავდეს ან მღეროდეს, ჰქონდეს დახვეწილი სტილი, მისდევდეს სპორტს და ჯანსაღ ცხოვრების წესს.

მშვილდოსანი - დაბოლოს, მშვილდოსნების ცხოვრებაშიც დადგა "გამოდარების" დიდი პერიოდი. უახლოსი წელიწად-ნახევრის მანძილზე ხომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა ბევრი სირთულე და წინააღმდეგობა გადაიტანეს. თუმცაღა, სამყარო კანონზომიერი და სამართლიანია. შესაბამისად, შემოდგომის მიწურულს ბევრი მშვილდოსნის ცხოვრებაში დაიწყება ულამაზესი სასიყვარულო რომანი. ეს შეიძლება იყოს ასევე ძველი ურთიერთობების ახლებურად გაცოცხლების მცდელობა, რომელიც არაერთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გპირდებათ. ასევე შესაძლოა თქვენი გული დაატყვევოს ასაკით ბევრად უფროსმა ან უმცროსმა ადამიანმა. თუმცაღა, ასაკობრივი ზღვარი ამ შემთხვევაში თქვენი ურთიერთობისთვის წინაღობა არავითარ შემთხვევაში არ იქნება.

წყარო: astrologi.ambebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42