კრემლი პუტინის მთავარ კონკურენტს იშორებს - ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ
მსოფლიო - 12:13, 18 Oct, 2017     1363
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებამდე 4 თვით ადრე, კრემლმა პუტინის კონკურენტების მთავარი ინტრიგა გადაწყვიტა. რამდენიმეთვიანი არასაჯარო კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პუტინის მთავარი ოპონენტი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ალეკსეი ნავალნი კანდიდატად ვერ დარეგისტრირდება.

განცხადება იმის შესახებ, რომ ნავალნის არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელია, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ სოჭში, ახალგაზრდულ ფესტივალზე, სამშაბათს გააკეთა.

პამფილოვამ ნავალნი დაადანაშაულა ხელისუფლებაზე ზეწოლაში და თქვა,რომ მას ქუჩის საპროტესტო აქციები ვერ აიძულებს, დაარღვიოს კანონი - „ცუდია ის, თუ კარგი“. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ნავალნის ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებულ „კიროვლესის“ საქმეზე ნასამართლეობის გამო არა აქვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. პამფილოვას თქმით ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 2028 წლისთვის შეეძლება.

ალეკსეი ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ნავალნის კანდიდატურის დასახელებას მხარი დაუჭირა 600 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის რეგიონებში გახსნილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 79 საარჩევნო შტაბი, მიმდინარეობს აქტიურ აგიტაციაც. ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა ამ დროის განმავლობაში შეძლეს მრავალათასიანი აქციების მოწყობაც.

ნავალნის თანაგუნდელების თქმით, მათ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის კანონიერი უფლება აქვს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა მხოლოდ იმ პირებს ეზღუდებათ, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ნავალნის კი მხოლოდ პირობითი სასჯელი აქვს.

ალეკსეი ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია რუსეთში. ლევადა-ცენტრის მიერ ივლისში რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 55% აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42