87 წლის სოროსი ფონდის საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარეა. პროექტების დაფინანსება მან 1979 წელს, აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო. 1984 წელს მან ფონდი უნგრეთში დააარსა, რომელიც უნგრეთის სასწავლო დაწესებულების ეტაპობრივ კომპიუტერიზაციასა და ინფორმაციის გასავრცელებლად ქსეროქსის აპარატების შეტანას ითვალისწინებდა. ფონდის მიზანს სოციალისტური და პრო-საბჭოთა წყობის დასუსტება წარმოადგენდა. ფონდი თავიდანვე ემსახურებოდა სამოქალაქო და ღია საზოგადოების განვითარებისა და ჩამოყალიბების იდეას.
მსოფლიოში ამ დროისთვის ფონდის 40 წარმომადგენლობა მუშაობს და აფინანსებს საგანმანათლებლო, კულტურული თუ სამოქალაქო ინიციატივების პროექტებს.
საქართველოში ფონდი „ღია საზოგადოება“ 1994 წლიდან მუშაობს. როგორც ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი.ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის განვითარებას, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეროვნულ და ევროპულ ინტეგრაციას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და სოციალურ თანასწორობას. მიზანი კი საქართველოში ღია, თავისუფალი, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაა.
მასალის გამოყენების პირობები






