მარეგულირებელი ორგანოების გლობალური სიმპოზიუმი წელს ვარშავაში გაიმართა
საზოგადოება - 19:02, 05 Jul, 2013     363

 

გლობალური სიმპოზიუმი (The 13th GSR) საერთაშორისო სატელეკომუნიკაცი გაერთიანების (ITU) ორგანიზებით წელს მე-13 იმართება. სიმპოზიუმის სახელწოდებაა "მე-4 თაობის რეგულაცია: ციფრული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა", (“4th Generation regulation: driving digital communications ahead“).


კონფერენციის ფარგლებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კარლო კვიტაიშვილმა და ინდოეთის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს (TRAII) თავმჯდომარემ, რაულ კულარიმ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, მხარეებმა ეფექტური რეგულირების მისაღებად მარეგულირებელი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვნებაზე გაამახვილეს ყურადღება.


ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კარლო კვიტაიშვილმა პორტუგალიის მარეგულირებლი ორგანოს (ANACOM) თავმჯდომარე, ფატიმა ბაროსთანაც გამართა შეხვედრა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბილეტარული თანამშრომლობის მემორანდუმი პორტუგალიის მარეგულირებელ ორგანოსთან 2011 წელს გააფორმა, მხარეებმა შეხვედრაზე მემორანდუმის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის პროექტის დაწყების და განხორციელების გეგმა განიხილეს.

კარლო კვიტაიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის დირექტორთან, მაგდალენა გაისთანაც გამართა. შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის ამჟამად მიმდინარე ორმხრვი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გაცვლითი სასწავლო და სამუშაო ვიზიტებს შეეხო.

ოთხდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში კომისიის დელეგაციამ შეხვედრები ასევე გამართა აზერბაიჯანის, ლიტვის და მოლდოვას მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან. მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს როგორ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში (EaP), ასევე ქვეყნებს შორის მეგობრული და საქმიანი თანამშრომლობის ჭრილში. 

დღეს, დილით კი მარეგულირებელი ორგანოების გლობალური სიმპოზიუმის დასკვნით დახურულ საუზმეზე მსოფლიო მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელ პირებს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების ტელეკომუნიკაციების განვითარების სექტორის (ITU-D) დირექტორმა, ბრაჰიმა სანოუსმა უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებამ საუზმის მსვლელობისას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებისა და დიდი მონაცემთა ბაზების (big data) მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, დიდი მონაცემთა ბაზების რეგულირების პროცესში მარეგულირებლი ორგანოების როლი და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით გამოწვევები განიხილეს.


სიმპოზიუმი ყოველ წელს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, ამჯერად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების ხელმძრვანელები პოლონეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ. მომავალ წელს კი ბაჰრეინში ესტუმრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42