სანჩესმა და კუიშარმა დიდი როლი ითამაშეს კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკაშირებით რეფერენდუმის ორგანიზებაში. მათი დაკავება კატალონიაში საპროტესტო გამოსვლების მიზეზი გახდა.
ჟორდი სანჩესი ორგანიზაცია „კატალონიის ეროვნული ასამბლეის“ ხელმძღვანელია, მისი ორგანიზაცია კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის აქტიური მხარდამჭერია, ხოლო ჟორდი კუიშარი ორგანიზაცია Omnium Cultural-ს ხელმძღვანელობს.
მათ სასამართლოს წინაშე წარდგომა ბარსელონაში 20 სექტემბრის აქციასთა დაკავშირებით მოუწიათ, როდესაც ხალხის მასამ სამოქალაქო გვარდიის ოფიცრებს ბარსელონას ერთ-ერთ შენობიდან გამოსასვლელი დაუბლოკა.
სანჩესის და კუიშარის დაკავებას გამოეხმაურა კატალონიის ლიდერი კარლეს პუჩდემონიც, რომელმაც მათ პოლიტიკური პატიმრები უწოდა:
„ესპანეთმა დააკავა კატალონიის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები მშვიდობიანი დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ჩვენ ისევ გვყავს პოლიტიკური პატიმრები.“- დაწერა პუჩდემონმა ტვიტერზე.
მასალის გამოყენების პირობები






