ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს აფრთხილებს, რომ „ბირთვული ომი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს“, ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური წყაროები იუწყებიან, რომ მათ შექმნეს შორი რადიოსისი რაკეტის შექმნა, რომელიც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროებს მიაღწევს.
ფხენიანი აცხადებს, რომ „აშშ-ის მთელი ტერიტორია მათ სამიზნეშია მოქცეულია“ და „სასტიკი დასჯით“ იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ აშშ გაბედავს მათ ტერიტორიებზე შეჭრას.
ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი ჩინოვნიკი აცხადებს, რომ მათი ინკოგნიტო ჯგუფები ქმნიან რაკეტას, რომლის დაფარვის რადიუსიც 6 ათასი მილი იქნება.
კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი ჩინოვნიკი აცხადებს CNN-თან საუბრისას, რომ დიპლომატის ჩართვა გამორიცხული არ არის, მაგრამ ამაზე საუბარი ნაადრევია: „ჩვენ გვსურს მკაფიო გზავნილის გაგზავნა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩრდილოეთ კორეა ფლობს საიმედო თავდაცვით და თავდასხმით შესაძლებლობებს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომავალ ნებისმიერ აგრესიას“
აღნიშნული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც გუშინ ჩრდილოეთ კორეას ელჩმა გაეროში გამაფრთხილებელი ფრაზა თქვა იმასთანდ აკავშირებით, რომ ბირთვული ომი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






