პოროშენკოს განცხადებით, როგორც სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა, ახევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს შეესაბამება და კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის შემადგენელ მნნიშვნელოვან ნაწილებს წარმოადგენენ.
პოროშენკოს თქმით ანტიკორუფციული სასამართლოს დაფინანსება უკვე გათვალისწინებულია 2018 წლის ბიუჯეტში, რომლის განხილვასაც უმაღლესი რადა ამ კვირაში აპირებს.
კანონპროექტების შესახებ ცნობილი დღეს დილით, აქციის დაწყებამდე გახდა. საკანონმდებლო ცვლილებები რადას საიტზე უკვე დარეგისტრირებულია.
შეგახსენებთ, კიევი მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება, რომლის მთავარი ორგანიზატორი სააკაშვილის პარტია, „აზოვის“ წევრები და სხვა პოლიტიკური ძალები მათ შორის ‘ბატკივშინა“ და „სამოპომოში“ არიან. საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები უმაღლესი რადას მიერ 3 კანონის მიღებაა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას, და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






