„ლეგენდარული მსახიობი მორგან ფრიმანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა,“- ნათქვამი იყო საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთანავე აზუსტებდნენ იმასაც, რომ ის ჩარლსტონში საკუთარ სახლში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
მას შემდეგ რაც ცრუ ინფორმაციამ გავრცლება დაიწყო, მასზე რეაგირება კომიკოს რობ შნაიდერს მოუწია. რომელმაც ტვიტერზე ეს ინფორმაცია უარყო:
„ახლახანს შევიტყვე, რომ მორგან ფრიმანი ძალიან ცოცხალია!! უკაცრავად!“- დაწერა შნაიდერმა ტვიტერზე.
მორგან ფრიმანის გარდაცვალებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება უკვე „ტრადიციაც“ იქცა. გასული წლის იანვარში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ მთელი მსოფლიო მედია მოიცვა.
შეგახსენებთ, 80 წლის ლეგენდარული მსახიობი ოსკარზე 4 ჯერ იყო ნომინირებული ფილმებისთვის „ქუჩის ბიჭი“, „მის დეიზის მძღოლი“, „გაქცევა შოუშენკიდან“ და „უძლეველი“. 2005 წელს კი მოიგო პრემია ფილმით „გოგონა მილიონ დოლარად“. ფრიმანს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო. მორგან ფრიმანი ამჟამადაც აქტიურ შემოქმედებით მუშაობაშია ჩართული და როგორც ჩანს ჰოლივუდელი "ღმერთი" ჯერ სიკვდილს არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






