უკრაინის ოპოზიციის განცხადებით ხელისუფლებამ კიევში უპრეცენდენტოდ გაზარდა ძალოვანების რაოდენობა. მათი თქმით ეროვნული გვარდიის მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფები განლაგებულნი არიან იმ ადგილებზე სადაც საპროტესტო აქციის ჩატარება იგეგმება.
ჟურნალისტ ტატიანა დანილენკოს თქმით „ოქტიაბრსკაიას“ სასახლის ეზოში ეროვნული გვარსიის მებრძოლები იმყოფებიან და მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე „კრეშატნიკზე აღლუმის დროს იყო.“ ჟურნალისტის ინფორმაციით მებრძოლები შეიარაღებულები არიან კალაშნიკოვის ავტომატებით და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით, „ასეთი მასშტაბური ბლოკირება მე ჯერ არ მინახავს“- განაცხადა დანილენკომ.
„ისტორია მეორდება. ბოლო დროს იანუკოვიჩის რეჟიმიც ასე ცდიდა ხალხს. როგორც ვხედავთ პოროშენკოს რეჟიმიც იგივე ფოცხზე აბიჯებს. ცხოველურმა შიშმა მოიცვა პოროშენკო. ხომ ვაფრთხილებდით ოლიგარქს, ხალხს ნუ ეხუმრებიო“- აცხადებენ პროტესტის მონაწილეები.
ხელისუფლებამ ყველა გობივრული ზღვარი გადალახა და ცდილობს 17 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მონაწილეებს კიევში შესვლა დაუბლოკოს- იტყობინება „აზოვის“ საიტი.
„ხალხი აცხადებს, რომ დედაქალაქში შემოსასვლელები პოლიციას და ეროვნულ გვარდიას აქვს ბლოკირებული. მიზეზი საპროტესტო აქციაა, რომელიც უმაღლეს რადასთან უნდა გაიმართოს. თვითმხილველების თქმით ყველა დიდ მანქანას ამოწმებენ, რომ შიგნით ისეთი ადამიანები არ იყვნენ, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლას აპირებენ“









მასალის გამოყენების პირობები






