11 წლის კარინი, რომელიც 5 წელია დნეპროპეტროვის საავადმყოფოში ცხოვრობს. საავადმყოფოში გოგონა მშობლებმა დატოვეს მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ მათ შვილს თირკმელების უკმარისობა, გარკვეული პათოლოგია ჰქონდა. მშობლებმა ბავშვი მიატოვეს და გაიქცნენ. ახლა გოგონა საავადმყოფოში მარტო ებრძვის სიკვდილს.
საავადმყოფო გოგონას სახლია, სხვა საცხოვრებელი მას არ აქვს.
„დედა მხოლოდ ერთი დღე იყო ჩემტან და წავიდა, მამა კი არასდროს მოსულა ჩემთან. მისი ფოტოები მაქვს ნანახი, ძმამ მაჩვენა“, - იხსენებს გოგონა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან საუბრისას.
გოგონას ერთადერთი შანსი დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას - ჯანმრთელი თირკმელია. გარკვეული დროის წინ მშობლებს გოგონაზე უფლებები ჩამოერთვათ, შესაბამისად ქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად მათი თანხმობა საჭირო აღარ არის, ექიმები იმედოვნებენ, რომ გოგონას სიცოცხლის გადარჩენას შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები






