როგორც კუბლაშვილმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან აქციის მონაწილეების მხრიდან ქვეყბის სროლის შედეგად ჩაიმსხვრა შენობის ფანჯრები და ერთმა ადამიანმა სახის არეში დაზიანება მიიღო. მისი თქმით, ამ პროცესებს პოლიცია გვერდიდან უყურებდა.
"ამ აქციის დროს მოხდა დანაშაული და ამაში პირველ რიგში იკვეთება პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენის მხრივ მოვახდინეთ რეაგირება, რამდენიმე მანდატური დამატებით გავგზავნეთ ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მაგრამ არავითარი რეაგირება არ მოახდინა პოლიციამ. ისინი იდგნენ გვერდზე და უყურებდნენ იმას, თუ როგორ ესროდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს სხვადასხვა ნივთებს. მინდა განვმარტო, რომ არა მხოლოდ პომიდორებს ისროდნენ, არამედ ქვებსაც. ამის შედეგად ჩაიმსხვრა სასამართლოს ფანჯარა და სახის არეში დაშავდა ერთ-ერთი თანამშრომელი", - განაცხადა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილი მოუწოდებს პოლიციას, გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირები დაისაჯონ.
"მე მოვუწოდებ პოლიციას, რომ გამოძიებულ იქნას ეს საკითხი და კანონის ფარგლებში მკაცრად დაისაჯოს ის პირი ან პირები, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. პოლიცია მანამდე არ ჩაერია ამ ყველაფერში, სანამ ფანჯარა არ ჩაიმსხვა და ადამიანი არ დაშავდა. ამის შემდეგ ჩვენ საჩვენებლად, ვითომ დაიწყეს გამოძიება. ძალიან კარგი, რომ მერე მაინც მოიფიქრეს ამის გაკეთება. იმედი მაქვს, მალე მივიღებთ შედეგს და საქმის მასალების მიხედვით საქმე შემოვა სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება ისე, როგორც მოხდა ჩვენი თანამშრომლის, ია ბარამიძის საქმეზე", - განაცხადა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც მიუღებელია კონკრეტული პირებისთვის, უნდა გასაჩივრდეს უმაღლეს ინსტანციაში, რადგან ყვრილი და შეძახილები ვერ შეცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"მე მინდა, გმოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან ჰქონდა ადგილი. ჯერ კიდევ გუშინ დაანონსდა, რომ აქცია ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან ჩატარდებოდა და აქციის მონაწილეები გააპროტესტებდნენ ერთ-ერთ გამამართლებელ განაჩენს. პირველ რიგში მინდა, მივმართო ყველას, თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთადერთიი გზა, რომ შეცვალოს ის, არის უფრო მაღალ ინსტაციაში, ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება. არანაირი აქცია, ყვირილი, შეძახილები ვერ შეცვლის სასამართლოს გადაწყვტილებას. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ეს ყველაფერი ცივილიზებულ ჩარჩოებში გააკეთოს", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, ხვედელიანის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გამო საპროტესტო აქცია გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






