ქუთაისი-ათენი 53.99 ლარიდან - ავიაკომპანია ვიზეარი კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:59, 16 Oct, 2017     23371
დაბალბიუჯეტიანი კავშირი ავიაკომპანია ვიზეარი კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ქუთაისსა და ათენს შორის ამატებს.

ახალი მიმართულება : ქუთაისი - ათენი

დაწყების თარიღი: 2018 წლის 17 მაისი

სიხშირე: კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას

ტარიფები: 53.99 ლარიდან / 19.99 ევროდან*

ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ქსელი ქუთაისიდან: 17 მიმართულება 12 ქვეყანაში

მომავალი მიმართულებები ქუთაისიდან: პარიზი ბუვე, რომი ფიუმიჩინო, პრაღა, ბარსელონა

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზეარმა დღეს ახალი მიმართულების შესახებ დააანონსა. ავიაკომპანია ქუთაისიდან ათენის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს ფრენებს. ათენი შესანიშნავი ადგილია, როგორც გრძელვადიანი დასვენებისთვის, ასევე კვირის ბოლოს ხანმოკლე განტვირთვისთვის. იგი ვიზიტორებს სთავაზობს გასართობი და სანახაობრივი აქტივობების ფართო არჩევანს. ევროპის ეს შესანიშნავი ისტორიული დედაქალაქი ცნობილია თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. ამავდროულად, ის გამოირჩევა თანამედროვე ქალაქისთვის დამახასიათებელი რიტმით, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იზიდავს ტურისტებს.

ახალი მიმართულებით ფრენები განხორციელდება 2018 წლის 17 მაისიდან, მთელი წლის განმავლობაში.

ბილეთების შეძენა სულ რაღაც 53.99 ლარად უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე : wizzair.com

ვიზეარის ახალი მიმართულება ფრენებს ქუთაისიდან კვირაში ორჯერ ხუთშაბათს და კვირას განახორციელებს.

"ვიზეარი, როგორც მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კომპანია, მუდმივად ზრდის თავის ავიამიმართულებების ქსელს. 2018 წლის გაზაფხულიდან, ავიაკომპანია ახალ თვითმფრინავს ამატებს და ქუთაისიდან პრაღის, პარიზის, რომის და ბარსელონას მიმართულებით განახორცილებს ფრენებს. ვიზეარის დაბალბიუჯეტიანი ტარიფით, მოხერხებული დაჯავშნის სისტემითა და ბორტზე ხარისხიანი მომსახურებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით, ბოლო 12 თვის განმავლობაში 333 000 მგზავრმა ისარგებლა. ამით აეროპორტის საოპერაციო, სატრანსპორტო, სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიაში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.

,,სიხარულით მინდა გაცნობოთ დღეიდან ქუთაისი-ათენის მიმართულებით ფრენის დაწყების შესახებ. ამ რეგიონის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და ვეცდებით ქართველი მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად კიდევ უფრო მრავალფეროვანი მიმართულებები შემოგთავაზოთ. ახლახანს დავამატეთ ფრენები პარიზის, რომის, პრაღის და ბარსელონას მიმართულებით. ჩვენი გამოცდილი ეკიპაჟი გულწრფელად ელის ქართველ მომხმარებელს ჩვენს ახალ თვითმფრინავებში"- განაცხადა ვიზეარის კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42