ექსპერტი აცახდებს, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, მან აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ფინანსთა სამინისტროსა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურებს დაავალა კონგრესს წარუდგინონ მოხსენება იმ თანხებსა და აქტივებზე, რომელიც კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებსა და სახელმწიფო ჩინოვნიკებს, მათ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს გააჩნიათ აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით ოფშორულ ზონებში. მოხსენებაში ასევე აისახება მათი კონტაქტები უცხოურ კომპანიებთან. ამ მოხსენების მომზადების ვადა სწორედ 2 თებერვალს გადის, რის შემდეგაც მოხსენება კონგრესს გადაეგზავნება და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდება.
რუს ექსპერტს მიაჩნია, რომ ტრამპი, რომელსაც რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა და დემოკრატმა ბენ კარდინმა ერთობლივი მიმართვის მეშვეობით უკვე მოუწოდეს მკაცრი ზომების გატარებისაკენ, აუცილებლად დაიწყებს ზემოთ დასახელებული პირების აქტივების ექსპორპრიაციას, მით უფრო, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებზე პასუხისმგებელი რექს ტაილერსონი და ყველა სანქციის ავროტი - აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ნამდვილად არ გამოირჩევიან რუსეთის მიმართ ლმობიერი დამოკიდებულებით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს აქცია შესაძლოა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების დღემდე თვენახევრით ადრე დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები






