კატალონიაში ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ 540-მა ბიზნეს კომპანიამ თავისი იურიდიული მისამართის შეცვლა გადაწყვიტა. მათ გააუქმეს კატალონიის ტერიტორიაზე არსებული მისამართები და ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში გადაეწერნენ.
მათ შორის არის ათეულობით მსხვილი კომპანია, როგორებიცაა ბანკები - Sabadell და CaixaBank, ენერგეტიკული კომპანია Gas Natural Fenosa, ესპანეთის უმსხვილესი საგზაო-სამშენებლო კომპანია Abertis, უკაბელ ტელეკომუნიკაციების ინფრასტრუქტურული კომპანია Cellnex, უძრავი ქონების გაქირავების კომპანია Colonial, მედიაჰოლდინგი Planeta და სხვ.
რამდენიმე დღით ადრე ესპანეთის მთავრობაში თავის მხრივ განაცხადეს, რომ რეფერენდუმის გამო ესპანეთის ეკონომიკის ზრდაც შესაძლოა შეფერხდეს.
თავის მხრივ ინვესტიციები კატალონიაში 10%-ით შემცირდა, იმ ფონზე როდესაც ესპანეთში 13%-იანი ზრდაა დაფიქსირებული. კრიზისმა ტურისტული ბიზნესიც მოიცვა - ბარსელონაში სასტუმროს ნომრების დაჯავშნამ 20-30%-ით შემცირდა.
პანიკა ბიზნესში - კატალონიის მისამართზე არსებული კომპანიები ესპანეთის სხვა ქალაქებში რეგისტრირდებიან
მასალის გამოყენების პირობები






