კარპატისპირეთში უკრაინის სახელმწიფოს არსებობა არ იგრძნობა - მიხეილ სააკაშვილი
მსოფლიო - 14:51, 14 Oct, 2017     2762

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ულტრამემარჯვენე პარტიამ "იობბიკმა" გამართა აქცია სახელწოდებით - "კარპატისპირეთის თვითგამორკვევია", რომლის მონაწილეებიც აცხადებდნენ, რომ კარპატისპირეთი უკრაინის შემადგენლობიდან უნდა გამოვიდეს და უნგრეთშ შეუერთდეს.

ამ ფაქტს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარპატისპირეთში უკრაინის სახელმწიფოს არსებობა არ იგრძნობა.

"მე კარპატისპირეთში ყოველ თვეში ჩავდივარ და გარწმუნებთ, რომ როგორც ადრე 2014 წელს, ისე ახლაც ამ ტერტორიაზე უკრაინის სახელმწიფოს არსებობა არ იგრძნობა.

მაგალითად თუ ჩახვალთ ბერეგოვოში, იქ ნახავთ უნგრულ დროშებს, უნგრულ განათლებას, კერძო ბიზნესის უნგრულ დაფინანსებას. აქ საქმე უნგრეთის პოლიტიკაში კი არ არის, არამედ უკრაინის პოლიტიკის არარსებობაში ამ ტერიტორიების მიმართ," - აცხადებს სააკაშვილი.

ბუდაპეშთში გამართულ აქციასთან დაკავშირებით, უკრაინის საგარეო უწყებამ უნგრეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და მოითხოვა, რომ მან აკრძალოს ქვეყანაში ამგვარი აქციის ჩატარება. ნოტაში ასევე აღნიშნულია, რომ უნგრეთი კვლავაც პატივისცემით მოეპყრობა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა აღნიშნა, რომ უკრაინია-უნგრეთის საზღვრის 150 კილომეტრი ფაქტიურად კერძო საკუთრებაშია და მესაზღვრეებს არ აქვთ მასთან სრული წვდომა, რაც დაუშვებელია და გამოსწორებას საჭიროებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42